გენდერული სიახლეები
ამას ისეთი ქმარი ჰყავდა, მოძალადე ვერ იქნებოდა
2022-11-30 10:59:24

"ამას ისეთი ქმარი ჰყავდა, მოძალადე ვერ იქნებოდა...", “კარგ ცოლს ქმარი არ დაშორდებოდა’’- ქალი, როგორც სუბიექტი, რომელიც ყოველთვის დამნაშავეა. ვინ და რატომ ქმნის ამ შეხედულებებს?

21-საუკუნე რომ ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ეპოქად იქცა, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება, ესაა ეპოქა, სადაც ადამიანი ნაბიჯს ვერ დგავს, რომ სრულიად სოციალურმა ქსელმა არ გაიგოს თუ რა მოიმოქმედა მან, იწერება ნიუსები, ქვეყნდება ვიდეოები, პოსტები და ა.შ. 

ხშირ შემთხვევაში, ცნობილ ქალებთან დაკავშირებით გვაქვს შემთხვევები, როდესაც საზოგადოება კიდევ უფრო მწვავედ განიხილავს მათ თითოეულ ქმედებას...ყველა ცნობილი გვერდი დებს მათ შესახებ ონფორმაციას და საბოლოოს, ყველამ ზეპირად იცის ვის შეყვარებული ჰყავს, ვის საქმრო, ვინ მეორედ გათხოვდა და ვინ ქმარს დაშორდა. ასეთი ქალების მიმართ, ინტერესიც დიდია მაგრამ ხშირ შემთხვევაში, კრიტიკის მსხვერპლნიც ხშირად ხდებიან, ამიტომ პოსტებსა და ნიუსებზე საინტერესო ის კომენტარებია, რომელსაც ადამიანთა ნაწილი აკეთებს პოსტის ქვემოთ... 

თითქოსდა საზოგადოება სოლიდარული გახდაო შორიდან ასე ჩანს მაგრამ,როდესაც კომენტარებს ჩამოუყვებით დაინახავთ რამდენად დიდი ზიზღი და აგრესია მოდის იმ ადამიანების მიმართ ვინც მეორედ შექმნა ოჯახი და ბედნიერია. ადამიანი ბედნიერია თავის ახალი ცხოვრებით მაგრამ, საზოგაოება ლანძღავს მას იმის გამო, რომ წინა ქორწინებიდან შვილი დარჩა და მეორედ ქორწინებით ბავშვის ღირსებას ლახავს. მეორე ფაქტორია, როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდება და იწყებენ ქალის ლანძღვას, იმის გამო რომ რაღაც დააშავა მათი წარმოდგენით თორე, “კარგ ცოლს ქმარი არ დაშირდებოდა’’, ნუ რა თქმა უნდა ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებები რომ ძალიან ბევრია ჩვენს გარშემო, ამას კარგად ვხედავთ მაგრამ,ყველაზე ცუდი იცით რა არის?! ქალებსაც კი, ჰგონიათ რომ ქალია დამნაშავე იმაში, რაც მის პირადში ხდება დადებითი თუ უარყოფითი და ხშირ შემთხვევაში ამის გამო ზედ უვლიან ერთმანეთს. 

მახსოვს, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ცნობილ გვერდს ედო პოსტი, საზოგადოებისთვის სკმაოდ ნაცნობი კაცის ყოფილი მეუღლე, სოციალურ ქსელში გმობდა ძალადობას და ეხმაურებოდა ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მომრავლებულ ფემიციდს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასეთ მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების დამოკიდებულება, ამიტომ კომენტარებს “ჩავუჯექი’’ და იქ დამხვდა ნამდვილი “სასწაული” - ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. “გაჩუმდი ქალო, შენ ვიზე რა გაქვს სათმელი, ანგელოზივით ქმარი მიატოვე და ახალი კაცი გამოიჭირე’’, “ამას ისეთი ქმარი ჰყავდა, მოძალადე ვერ იქნებოდა მაგრამ მაინც მიატოვა, რა ალაპარაკებს ნეტა’’, “შვილების დედა სხვასთან აგრძელებს ურთიერთობას და ღირსებას ულახავს ასეთ სასახელო კაცს’’ და ა.შ. ეს იცით როდის ხდება?! მაშინ, როდესაც თვითონ ეს ქალიც საკმაოდ შემდგარი და ცნობილი ადამიანია, თავის სფეროში მაგრამ, საზოგადოებამ კაცისგან შექმნა “ხატი’’, რომელიც არ შეიძლება რომ იყოს მოძალადე ან/და მოღალატე, იმიტომ რომ საზოგაოება იცნობს, როგორც წესიერ ადამიანს, ნამდვილ ქართველ კაცს და ამ დროს, საკმაოდ წარმატებულ ქალს ზედ უვლიან იმის გამო, რომ ცხოვრებას აგრძელებს, ერთ კომენტარსაც კი ვერ ნახავთ, სადაც ქალები სოლიდარობას უცხადებენ და იცავენ ან ამხნევებენ მას. მაგრამ, გახსოვდეთ რომ, ასეთი კომენტარების დამწერ ქალებს არ შეიძლება პოლემიკაში შეჰყვეთ. ხშირ შემთხევაში ისინი ილანძღებიან, იწყევლებიან და აგრესიას გამოხატავენ იმიტომ, რომ თვითონ ვერ გაბედეს იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც სხვამ გადადგა, თვითონ მოითმინეს ის რაც სხვამ არ მოითმინა და როდესაც ამ სხვა ადამიანს ბედნიერს ხედავენ შინაგანი პროტესტი უჩნდებათ იმის გამო, რომ თვითონ ვერ გააკეთეს.

ხშირ შემთხვევაში, მათ მოსაზრებას ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს აბრალებენ, რასაც კომენტარებიდანაც მიხვდებით, მაგრამ, რეალურად ეს არის ნიღაბი, რომლის უკანაც იმალება ქალი, რომელმაც ვერ გაბედა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა.

სწორედ აქ, ამ ნიღაბზე, გადის ზღვარი სოლიდარობასა და გაკიცხვას შორის, ნიღბის უკან ქალია, რომელსაც უნდა თვითონაც გაბედოს, გაბედოს და იყოს კარგად. ნიღბის მეორე მხარეს კი გადმოაქვს იმ ქალის იმიჯი, რომლისთვისაც ოჯახი და ტრადიციები ყველაფერია და ვერ წარმოუდგენია შემდგარი, თავისუფალი და ბედნიერი ქალის არსებობა ამ სამყაროში.

ძვირფასო მკითხველო, ნუ დაგავიწყდება, ნიღაბს ყოველთვის ორი მხარე აქვს და შეიძლება სწორედაც იმ “სასწაული’’ და “სანაქებო’’ კაცის უკან, რომელსაც საზოგადოება ხედავს იდგეს კაცი, რომელიც მოძალადის ამპლუაში გვევლინება მიკეტილ კარს მიღმა. ძვირფასო მკითხველო, ყოველთვის გახსოვდეს, რომ თუ შეძლო მან ყოფილიყო შემდგარი ქალი, შეგიძლია შენც! 

ყოველთვის გახსოვდეს, რომ არ უნდა განსაჯო არც ერთი ადამიანი. არც ის ვინც კომენტარებში აგრესიას გამოხატავს და არც ის ვინც ცხოვრება ნულიდან დაიწყო და ახლა ბედნიერია.

გახსოვდეთ მთავარი წესი და კანონი - საკუთარი თავის პატრონი მხოლოდ თქვენ ხართ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული გაბედავთ თუ არა, იყოთ ბედნიერი.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

რუსუდან ბუზიაშვილი
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად