მოვლენები
ონლაინ რადიკალიზმის და ექსტრემიზმის პრევენცია: საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი გამოწვევები
2022-11-25 15:18:55

21-22 ნოემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, გერმანიის პოლიტიკური ნარატივების ინსტიტუტთან (IFPON) პარტნიორობით, ორწლიანი პროექტის - „ ახალგაზრდების გაძლიერება ონლაინ რადიკალიზმის წინააღმდეგ“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა.

რელიგიური და ძალადობრივი ესქტრემიზმი და მისი აღკვეთის პოლიტიკა ევროპის მაგალითზე, სამოქალაქო სექტორისა და მედიის  როლი რადიკალიზმის გაღვივება/პრევენციის მიმართულებით, დემოკრატიის გამოწვევები - ეს და სხვა საკითხები განიხილეს ექსპერტებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან.

შეხვედრის მონაწილეები იყვნენ გერმანიის პოლიტიკური ნარატივების ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და მოწვეული ექსპერტები, ასევე, აქტიური ახალგაზრდები/მაღალრეიტინგული სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.

შეხვედრის მიზანი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება გახლდათ. ექსპერტებმა იდენტიფიცირებული გამოწვევების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე და მათი პრევენციის შესაძლო გზებზე ისაუბრეს. მათ თითოეული საკითხი, როგორც ადგილობრივი გამოწვევების პერსპექტივიდან, ასევე გლობალურ ჭრილში განიხილეს.

შეხვედრები გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დიდი დრო დაეთმო დისკუსიას. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო აქტუალური შეკითხვები გააჟღერეს და მოისმინეს მოწვეული ექსპერტების კომპეტენტური მოსაზრებები და რეკომენდაციები. აუდიტორიის თქმით, გამომსვლელები ბევრ საკვანძო საკითხს შეეხნენ და მათ ასევე, ხაზი გაუსვეს  საერთაშორისო ექსპერტებთან კომუნიკაციის მნიშვნელობას.

ამასთან, კონფერენციის მონაწილეებს გაეგზავნათ პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელო, „ონლაინ რადიკალიზმის პრევენცია“. აღნიშნული პუბლიკაცია, შესაძლოა გახდეს პრაქტიკული სწავლების საფუძველი ახალგაზრდა აუდიტორიებთან მუშაობისას.

პროექტის შესახებ: პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური სამსახურის მიერ.
 

ბოლო ამბები
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოვუწოდებთ პარლამენტს მოახდინონ მყისიერი რეაგირება ქალ დეპუტატების შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ვეხმაურებით, 31 ოქტომბერს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალ დეპუტატებს

სრულად 
პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის, გიული ჩოხელის, საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა

სრულად 
იცვლება მხოლოდ თარიღები, რუსეთის ბოროტების ისტორია- არა!

უკრაინელებისა და ქართველების დევნილობის ისტორიებიც ერთმანეთს ჰგავს და სიმბოლურ თარიღზე, აგვიტოს თვეში, რუსეთის დანაშაულზე, ოკუპაციაზე საუბარმა ჟანა კიკორიამდე მიგვიყვანა

სრულად