გენდერული სიახლეები
„კი მაგრამ, რატომ ითმენდა?“... ანუ მარტო ძალადობის პირისპირ
2022-11-24 14:44:44

სანამ ბლოგის წერას შევუდგებოდი, დრო გადავამოწმე - დილის 4 საათია. რატომღაც “All work and no play makes jack a dull boy” ამეკვიატა თავში მორბენალ სტრიქონებად. ზუსტად ისე, როგორც სტენლი კუბრიკის „ნათებაშია“. ჯერ ფრაზის უადგილობაზე გამეღიმა და არსაიდან მოსული, ჩაბეჭდილი წინადადების გაფანტვა დავიწყე. შემდეგ კი, გონებაში უხილავი ნათურა აინთო და მივხვდი, რომ შემთხვევითი ფრაზა სულაც არ იყო შემთხვევითი. „ნათებაშიც“ ხომ ყველა ის ნაბიჯია ასახული, რასაც ქალი გადის ოჯახში ძალადობისას.

შინაგანად, ყველა ქალი გრძნობს როდის დგება ის გადამწყვეტი მომენტი და როდის იწყება ნეგატიური ცვლილებები პარტნიორში. უბრალოდ, საერთო წარსული, საერთო მოგონებები, საერთო შვილები და ხელშესახები არგუმენტების არარსებობა ქალს კრიტიკული აზროვნების უნარს უქვეითებს. ინტუიციის მიერ შემოკრულ განგაშის ზარებს, ემოცია და მიჯაჭვულობა აბლაგვებს - ჯერ ხომ არაფერი მომხდარა?
 

ქალი შეგნებულად უყრუებს მინიშნებებს იქამდე, სანამ რეალური არგუმენტი არ ექნება ხელზე, თვალზე, სხეულზე ნაწიბურებისა და სისხლჩაქცევების სახით.

შემდეგ ორმაგი უარყოფის ფაზა მოდის. მსხვერპლი მაინც არ იჯერებს, რომ მასზე ძალადობენ და ყველაფრის დაშვებას იწყებს გარდა იმისა, რომ მისი პარტნიორი მოძალადეა. ჯერ საკუთარ თავში ეძებს პრობლემას, იქნებ მართლაც დაიმსახურა ის სილა? აქამდე ხომ არ მომხდარა მსგავსი რამ? იქნებ მართლა არასათანადოდ იქცეოდა ხალხში ან შეუსაბამოდ ეცვა? - ყველაფერი, გარდა იმის აღიარებისა, რომ ძალადობის მსხვერპლია. ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ მის მეუღლეს უყვარს, მისი გამოსწორების იმედი აქვს ან სულაც, ამართლებს, რომ ერთხელ შემთხვევით მოხდა.

ძალადობის ერთეული შემთხვევა არ არსებობს

სინამდვილეში კი, ყველამ ვიცით, რომ ერთეული შემთხვევა არ არსებობს. პირადი საზღვრების უხეში გადმოკვეთა ჯერ უმნიშვნელოდ იწყება, ნიადაგის მოსინჯვით, შემდეგ კი, სრულფასოვან ძალადობაში გადადის. ამ მომენტისთვის, ქალი უკვე
სრულად დემორალიზებული და სავარაუდოდ, მეგობრებისგან მოწყვეტილია, რადგან მოძალადე ცდილობს მის გარდა ყველა, მტრად წარმოაჩინოს. ასევე, მანიპულირებს შიშის, შერცხვენისა და თავდაჯერებულობის დაქვეითების გზებით და ზემოქმედებს მსხვერპლის ლაბილურ ფსიქიკაზე.

სანამ ქალი სრულად არ დაკარგავს თავს და, მართლა ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟივით არ შემოუნგრევენ კარს ნაჯახით, იქამდე რჩება თავისიგ gრძნობებისა და ემოციების ტყვეობაში. სამწუხაროდ, ბევრი ქალი, მსგავს სიტუაციაშიც კი ვერ აღწევს თავს ტოქსიკურ ჯაჭვს, შიშის ან წასასვლელი ალტერნატივის არარსებობის გამო.

მსხვერპლი სოციუმის პირისპირ

შიშიც რომ მრავალფეროვანია?- პარტნიორის შიში, ძალადობის და სიკვდილის შიში, „ხალხი რას იტყვის“ შიში. როგორი პარადოქსია არა?

რა საზოგადოება ვართ ჩვენ, თუკი, სიკვდილის პირას მდგომებს, ყველაზე უსაფრთხო გზა მკვლელის გვერდით სიცოცხლე ჰგონიათ?

ვერავის გავაკვირვებ, თუკი ვიტყვი, რომ ამ ყოველივეს, საზოგადოებრივი გულგრილობა და ცინიზმიც კვებავს. „აქამდე სად იყო?“ „რატომ ითმენდა?“ „კარგად გამოიყურება, ე.ი ფინანსურ გამორჩენაზეა“ - და იწყება მსხვერპლის შეფასება. სოციუმს უყვარს ჟიურის როლში ყოფნა და ფსონების დადება სხვის უბედურებაზე. ასევე, ვერდიქტის გამოტანა - აკმაყოფილებს თუ არა მსხვერპლის სტანდარტებს კონკრეტული ქალი/გოგო. ქალების მთავარი მისია ხომ ყველა სტანდარტზე მორგებაა?! კარგი დედის, კარგი მეუღლის და დიასახლისის, სილამაზის და მათ შორის, მსხვერპლის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც აუცილებელი წინაპირობაა სოციუმისგან ემპათიისა და ვალიდაციის მისაღებად.

ამ ყოველივეს ემატება მედიის საკვანძო როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში - სწორი აქცენტების დასმის ნაცვლად, სვამენ ისეთ კითხვებს, რომლებიც არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს ხალხში. მაგალითად, უყვარდა თუ არა მეუღლე, როგორი დედა იყო? და ა.შ. თითქოს ამით, ქვეცნობიერად ლექავენ იმ აზრს, რომ ძალადობას შესაძლოა გამართლება ჰქონოდა და ისედაც გამწარებულ ადამიანს, ვირტუალური კანიბალიზმის ხახაში აგდებენ.

ძალადობაგადატანილი ქალების ისტორიები როდესაც გვესმის, ემპათია და განდგომის განცდა ერთდროულად გვიჩნდება. ძალადობას ეფემერულ, ჩვენგან განყენებულ მოვლენად აღვიქვამთ. თეორიაში ყველას გვგონია, რომ ჩვენ არ ვიქნებით ის, ვინც ამას გამოცდის, ვიცხოვრებთ მშვიდად და ბედნიერად, თუმცა რეალობამ შეიძლება ძალიან მყიფედ დაგვანარცხოს ძირს. თუნდაც ამ მიზეზმა უნდა გაგვაერთიანოს ქალები და უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, ქილიკის ნაცვლად.

თუკი ვფიქრობდით, რომ ძალადობის პირველი შემთხვევისთანავე ავდგებოდით და მივატოვებდით მოძალადეს, რეალობაში ეს მარტივი გადაწყვეტილება სულაც არ არის. ქალები ვრჩებით მოძალადე პარტნიორებთან ყველანაირი მიზეზით და გამართლებით - გვეშინია, გვიყვარს, შვილები გვყავს, გვჯერა, რომ ის შეიცვლება ან უარესი, ოჯახის და საზოგადოების წნეხი გვაშინებს. თავად არ გამომიცდია ძალადობა, თუმცა შემთხვევით არ ვწერ პირველ პირში. მეც ქალი ვარ და სხვა ქალების გასაჭირი ჩემთვის ცარიელი სიტყვები არ არის.

კიდევ ბევრ გამოწვევაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ჩემი ბლოგის დასასრული აუცილებლად პოზიტიური იქნება. მჯერა, რომ ახალი თაობა ბევრად გათვითცნობიერებული და ლმობიერია. ვფიქრობ, რომ სწორი ღირებულებების დანერგვით და განათლებით, ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ ამ პანდემიას, რასაც ქალთა მიმართ ძალადობა ჰქვია.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება 

 

 

ნანა ჯინჭარაძე
ბოლო ამბები
მე დავეთხოვე ჩემს უფროსს...

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, იმ დღეს თავხედიც გავხდი, მისი კაბინეტის კარს, ტიპიური ჩინოვნიკის კაბინეტის კარს, მარკერით მივაწერე:“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

სრულად 
ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

ECR Group-მა ქართველი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა 

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მე დავეთხოვე ჩემს უფროსს...

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, იმ დღეს თავხედიც გავხდი, მისი კაბინეტის კარს, ტიპიური ჩინოვნიკის კაბინეტის კარს, მარკერით მივაწერე:“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

სრულად 
ქსცს გუნდის წევრები, სოფელ პერევში თემის ლიდერ ქალებს შეხვდნენ

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები, ინფრასტრუქტურა და სოციალური პრობლემები - ამ და სხვა თემებზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წევრები თემის ლიდერი ქალების ჩართულობით დვოკატირების კამპანია დაგეგმეს

სრულად 
ჟურნალისტ ქალთა აკადეემის სატრენინგო პროგრამა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კერძოდ კი, ანა სანაიამ და გვანცა სანაიამ კონკურსის პირველი ეტაპი გადალახეს და ჟურნალისტ ქალთა აკადეემის სატრენინგო პროგრამაში ჩაერთნენ

სრულად