გენდერული ძალადობა
ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კომპენსაციის გაცემის წესი დამტკიცდა
2022-11-16 11:49:35

საქართველოს მთავრობამ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ დაამტკიცა.

ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან, თუ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი მოძალადის მიერ არ ანაზღაურდა. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით. მის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

წესი ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე, რომელმაც დანაშაულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო არასრულწლოვან მსხვერპლს – როგორც არასრულწლოვანების პერიოდში, ასევე სრულწლოვანების მიღწევიდან სამი წლის განმავლობაში.

ამ დადგენილებით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია 10 ათასამდე ლარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. მსხვერპლი კომპენსაციას მას შემდეგ მიიღებს, როცა ჯერ სამოქალაქო წესით ძალადობისთვის მსჯავრდებულ კაცს ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვენ.

„ზიანის ანაზღაურება შეუძლებლად ჩაითვლება, თუ კომპენსაციის მოთხოვნით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვის დროისთვის, მაგრამ არაუადრეს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 6 თვისა (მოცემული ვადის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება სააღსრულებო წარმოების შეჩერების პერიოდი), ვერ მოხდა ზიანის ანაზღაურება ასანაზღაურებელი თანხის არანაკლებ 40%-ით მაინც,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

როგორც სააგენტოში ამბობენ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესზე“ იმუშავა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ტექნიკური მხარდაჭერით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

საქართველომ 2017 წელს მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიცირება. კონვენციის 30-ე მუხლში მოყვანილი ვალდებულებები ასახულია საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში. სწორედ ამ ვალდებულებების გათვალისწინებით საქართელოს მთავრობას  2023 წლის 1 იანვრამდე უნდა დაემტკიცებინა მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და მისი გაცემის წესი.
 

ბოლო ამბები
მე დავეთხოვე ჩემს უფროსს...

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, იმ დღეს თავხედიც გავხდი, მისი კაბინეტის კარს, ტიპიური ჩინოვნიკის კაბინეტის კარს, მარკერით მივაწერე:“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

სრულად 
ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

ECR Group-მა ქართველი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა 

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა

აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. „თალიბანი“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს

სრულად 
რამზან კადიროვის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი და უფლებადამცველი სასტიკადაა ნაცემი

4 ივლისს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი, ელენა მილაშინა და ადვოკატი ალექსანდრე ნემოვი

სრულად 
ქალები

ერთი ვიცი, როგორ უმწეოდაც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

სრულად