გენდერული სიახლეები
მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო ბევრი ჭკვიანი პოლიტიკოსი ქალი მომავალში
2022-11-08 14:20:52

2017 წელს გავხდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. არჩევის დღიდან, ვიცოდი რომ ეს საქმიანობა მოითხოვდა, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურ მონაწილეობას, ასევე ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას მოსახლეობის წინაშე. ჩემთვის ეს პოლიტიკური როლი დიდი გამოწვევა იყო. რადგან,
ვიყავი საკმაოდ ახალგაზრდა, 25 წლის და ამასთანავე, ქალი.

მოგეხსენებათ, ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ. მეც ვიყავი მსგავსი სტერეოტიპული შეხედულებების სუბიექტი, რადგან ვიყავი ახალგაზრდა ქალი საკრებულოს წევრი. ეს ორი ფაქტორი, რატომღაც იწვევდა შეხედულებას ჩემი არაკომპეტენტურობის შესახებ, რაც არაერთხელ მიგრძვნია ადამიანებისაგან სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრების დროს. რა თქმა უნდა, მსგავსი დამოკიდებულება ჩემში იწვევდა პროტესტს. ამიტომ, ბევრჯერ ხაზგასმით აღმინიშნავს ქალების აქტიური პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელოვან როლზე, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე პარლამენტში.

ამ გამოწვევასთან ერთად, იყო კარგი გამოცდილებებიც. მე აქტიურად ვმუშაობდი ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და განვახორციელე რამდენიმე პროექტი ადგილობრივ დონეზე. ამ პროცესში, ხშირი ურთიერთობა მქონდა სტუდენტებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან. მათი ჩართულობა პროგრამებში, პოზიტიური მოლოდინები და ნდობა ჩემს მიმართ იყო სრულიად გულწრფელი, რაც დიდ მოტივაციას მაძლევდა, რომ მეტი საინტერესო და საჭირო პროგრამა შემეთავაზებინა მათთვის და დავხმარებოდი ცოდნის შეძენასა და უნარების განვითარებაში.

ახალგაზრდებთან ეს ურთიერთობები იყო სრულიად ღია, ორმხრივი, შედეგზე ორიენტირებული, და, რა თქმა უნდა, გენდერული სტერეოტიპებისაგან ბოლომდე დაცლილი.

მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო ბევრი ჭკვიანი პოლიტიკოსი ქალი მომავალში და ჩვენთვის ვისურვო გენდერული სტერეოტიპებისაგან დაცლილ და დაბალანსებულ საზოგადოებაში ცხოვრება.

***

ვლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება 
 

მარიანა გელაშვილი
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად