გენდერული სიახლეები
ჰალსტუხი და წინსაფარი - გენდერული სტერეოტიპების გავლენა პროფესიებზე
2022-10-21 10:11:06

რატომ ხდება, რომ ქალი ლიდერები ხშირად არასერიოზულად აღიქმებიან როგორც მათი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი პირების, ასევე საზოგადოების მიერ? როგორ ხდება, რომ რიგი პროფესიები და როლები ჯერ კიდევ სტერეოტიპულადაა განაწილებული კაცებსა და ქალებს შორის? თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე „კაცისთვის განკუთვნილ სფეროში“ ქალი აღმოჩნდა მენეჯერულ/ლიდერულ პოზიციაზე, ხშირად განიხილება არა მისი საქმიანობა ან უნარი უხელმძღვანელოს საქმესა და გუნდს, არამედ მისი გარეგნობა, ჩაცმულობა, ქცევა და სხვ.

მსოფლიოში, პროფესიებზე გენდერული სტერეოტიპების გავლენა აქტუალურ და პრობლემურ საკითხად რჩება, ამის კარგი მაგალითია ქალი პოლიტიკოსი ლიდერების მიმართ არსებული დამოკიდებულებები. პოლიტიკა ჯერ კიდევ განეკუთვნება სფეროს, რომელშიც ადამიანების მიმართ განწყობები სტერეოტიპებითაა ნაკარნახები.

ქალი პოლიტიკოსების შეფასებისას ხშირად ისმის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა სინაზე, სითბო, გულკეთილობა, მაშინ, როდესაც კაცი პოლიტიკოსების დახასიათება ხშირად ხდება როგორც მკაცრი, მეტად კომპეტენტური, ძლიერი პოლიტიკოსი და აშ.

ეს აღქმები აჩვენებს, რომ საზოგადოების მოლოდინი პოლიტიკოსების მიმართ გენდერული მოცემულობით არის ნაკარნახები და ქალებთან მიმართებაში ნაკლებად განიხილება ლიდერული და მენეჯერული უნარები. გარდა ამისა, საზოგადოება მეტად კრიტიკული და „გამადიდებელი შუშით შეიარაღებულია“ ქალი პოლიტიკოსების ქცევის მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არაფრითაა დაკავშირებული მათ საქმიანობასთან. ამის ნათელი მაგალითი, უკანასკნელ პერიოდში, ფინეთის ქალი პრემიერ-მინისტრის ირგვლივ აგორებული სკანდალიც შეიძლება იყოს.

მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო კადრებმა, რომელშიც ჩანს, რომ ფინეთის პრემიერი, სამსახურს მიღმა, წვეულებაზე, მეგობრებთან ერთად ატარებს დროს. მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო და უკანონო ამ ამბავში არაფერია, განხილვაში არამხოლოდ ფინური, არამედ მთელი მსოფლიოს საზოგადოება ჩაება - შეიძლებოდა თუ არა ახალგაზრდა პრემიერ ქალს თავისუფალი დრო წვეულებაზე ,გართობაში გაეტარებინა. თუ სხვადასხვა საზოგადოებაში მარტივ გამოკითხვებს ჩავატარებთ, აღმოჩნდება, რომ ხშირად ქალი პოლიტიკოსებს განსჯიან არა მათი იდეოლოგიის ან ღირებულებების მიხედვით, არამედ ისეთი მახასიათებლებით, რომლებსაც მათ საქმიანობასთან კარვშირი არ აქვს, მათ შორის გარეგნობით.

რა არის განსხვავებული აღქმების მიზეზი? უპირველესყოვლისა, ცხადია, ეს ხანგრძლივად და ღრმად დამკვიდრებული, გენდერულად განსაზღვური ქცევის ნორმების და როლების შედეგია,თუმცა ასევე მჭიდრო კავშირშია კონკრეტული საქმიანობის, სამსახურის სტერეოტიპულად აღქმასთან.

არსებობს შეხედულებები, რომ რიგი სფეროები კაცებისთვის მეტადაა განკუთვნილი, ვიდრე ქალებისთვის - მაგალითად, მეხანძრე და მძღოლი კაცის „შესაფერისი პროფესიაა“, მაშინ, როდესაც ექთნობა და მასწავლებლობა „ქალებს უფრო შეეფერება“, რადგან ისეთ თვისებებს მოითხოვს, როგორებიცაა მზრუნველობა, ბავშვებთან ურთიერთობა თუ სხვა. როლებსა და კონკრეტულ სამსახურთან გენდერის ასოცირება ბავშვობიდან იწყება. ადამიანები წიგნებიდან, ფილმებიდან, სათამაშოებიდანაც კი სწავლობენ გენდერულ როლებს, რომლებიც საქმიანობის კონტექსტში ნაწილდება მასკულინურ და ფემინურ როლებად. მაგალითად, პოლიტიკა და ფინანსები „კაცისთვის შესაფერისი“ სფეროებია და ჯერ კიდევ ხშირად მოისმენთ ფრაზას, რომ „პოლიტიკაში ქალის ადგილი არაა“. ამის საპირისპიროდ, „ქალების შესაფერის“ სფეროდ განიხილავენ ხელოვნებას და თუ კაცი გადაწყვეტს ამ სფეროში შესვლას, ის საზოგადოების კრიტიკის საგანი ხდება, რადგან ამ საქმემ შეიძლება „იმდენი შემოსავალი არ მისცეს, რომ ოჯახი არჩინოს“.

ეს სტერეოტიპები ქალებისა და კაცების კარიერულ არჩევანზე დიდ გავლენას ახდენს და უბიძგებს მათ შეაბიჯონ ინდუსტრიებში, რომლებიც, შესაძლოა, მათ უნარებსა და ინტერესებთან თანხვედრაში საერთოდ არ იყოს. ეს მავნე პრაქტიკა ხელს უშლის ჯანსაღ კონკურენციასა და გარემოს, სამუშაო სივრცეებში იქნება ზემოთხსენებული პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სერვისები, ხელოვნება თუ სხვა. ამის გათვალისწინებით, საჭიროა ზრუნვა, რომ კონკრეტული პროფესიები და როლები გენდერული საკუთრების ჭრილში არ აღიქმებოდეს. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უნდა იწყებოდეს, სადაც მომავალი თაობები აღარ ისწავლიან, მოისმენენ და ნახავენ ისტორიებსა და ნახატებს სტერეოტიპულად ჰალსტუხიან კაცებსა და სამზარეულოში წინსაფრიან ქალებზე.

***

ბლოგი მამზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

ნინო ჩანადირი
ბოლო ამბები
ქალთა მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კონცეფციები

საქართველოში საკმაოდ მაღალია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი განზრახი დანაშაულის ჩადენას, რომლის მოტივსაც წარმოადგენს კონკრეტული ნიშნის მატარებლის მიმართ სიძულვილი, შეუწყნარებლობა, ზიზღი თუ სტერეოტიპული დამოკიდებულება

სრულად 
სუპერ გმირი მოძალადე

სუპერ გმირების მოძალადედ გადაქცევა და ქალების პიროვნული კვდომა ნელ პროცესად წარმომიდგენია, და დიახ, მოძალადეებსაც დრო სჭირდებათ, რომ კარგად გამოიკვებონ ქალების თავისუფალი ენერგიით, ფსიქოლოგიურად დასტრესონ, უსუსურობა შეუსისხლხორცონ და დააჯერონ, რომ ზუსტად ასეთი ცხოვრებისთვის დაიბადნენ, რომ დახმარების ხელს არავინ გამოუწვდით.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კონცეფციები

საქართველოში საკმაოდ მაღალია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი განზრახი დანაშაულის ჩადენას, რომლის მოტივსაც წარმოადგენს კონკრეტული ნიშნის მატარებლის მიმართ სიძულვილი, შეუწყნარებლობა, ზიზღი თუ სტერეოტიპული დამოკიდებულება

სრულად 
სუპერ გმირი მოძალადე

სუპერ გმირების მოძალადედ გადაქცევა და ქალების პიროვნული კვდომა ნელ პროცესად წარმომიდგენია, და დიახ, მოძალადეებსაც დრო სჭირდებათ, რომ კარგად გამოიკვებონ ქალების თავისუფალი ენერგიით, ფსიქოლოგიურად დასტრესონ, უსუსურობა შეუსისხლხორცონ და დააჯერონ, რომ ზუსტად ასეთი ცხოვრებისთვის დაიბადნენ, რომ დახმარების ხელს არავინ გამოუწვდით.

სრულად 
ხშირად მაწუხებდა კითხვა, ოჯახი ხომ სიყვარულით იქმნება, ოჯახში ხო მთავარი სიყვარულია, სად არის ეს სიყვარული ჩემს ოჯახში?!’

ხშირად მაწუხებდა კითხვა, ოჯახი ხომ სიყვარულით იქმნება, ოჯახში ხო მთავარი სიყვარულია, სად არის ეს სიყვარული ჩემს ოჯახში?! დედას და მამას ერთმანეთი სძულდათ და არც იქნება გასაკვირი, რომ არც ჩემს მიმართ ამჟავნებდნენ სიყვარულს

სრულად