გენდერული სიახლეები
500-მდე ქალი საოკუპაციო რეჟიმისგან ძალადობის მსხვერპლია - როგორ ვზრუნავთ მათზე?
2022-10-18 14:47:43

სულ ახლახანს საქართველოში სოფლად მცხოვები ქალების საერთაშორისო დღე აღვნიშნეთ. გავავრცელეთ პოსტერები, მოვამზადეთ სტატიები, გადავიღეთ ფილმები და წარმოვაჩინეთ, ქალები, რომლებსაც საზოგადოება ნამდვილად უნდა იცნობდეს, თუმცა გადის წლები და ამ დღესაც კი, რატომღაც ჩრდილში ექცევიან ქალები, რომლებიც სოფლად, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობენ. საუბარია იმ ქალებზე, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმისგან ძალადობის მსხვერპლები არიან და ცხინვალის ან სოხუმის ე.წ. საპატიმროში ხვდებიან. 

ნანა ვანიშვილი 2013 წელს, მავთულხლართების მიღმა დარჩენილი მშობლების მონახულებისას, მეუღლესთან ერთად დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საპატიმროში გადაიყვანეს. ნანა ამბობს, რომ სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა, დღეს მისთვის გადაღობილია და ახლა უკვე ქვრივი, დედასთან ერთად თავისუფლად ვეღარ გადაადგილდება. იხსენებს, რომ დაკავებისას ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო და მომხდარი დღემდე ვერ დაივიწყა. ასეთ ვითარებაში მყოფი ქალი რაიმე განსაკუთრებული სტატუსით არ სარგებლობს, ამიტომ  მავთულხლართულების მიღმა მცხოვრები მარტოხელა დედის დახმარებას ბოლო წლებში ვეღარ ახერხებს.

განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაში მოუწია ყოფნა ოკუპირებული ტერიტორიის საპატიმროში მაია ოთინაშვილსაც. ის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს 2018 წელს დააკავეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მაია 10 დღიანი ტყვეობის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა რეალობაში დასაბრუნებლად მთელი რიგი ეტაპები დასჭირდა. შიშის გამო ის იძულებული გახდა ჯერ საკუთარი სოფელი მიეტოვებინა და ქალაქში დასახლებულიყო. სოფლის მეურნეობაში ჩართულმა ქალმა უჩვეულო გარემოში ყოფნა დიდხანს ვერ შეძლო და საკუთარი უსაფრთხოებისთვის ემიგრაციაში წასვლა არჩია. 

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეებს თითქმის ყოველთვე აკავებენ. ეს პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. დაკავებულთა შორის არიან ქალები, რომლებიც საკუთარ მიწის ნაკვეთში მუშაობისას ან საცხოვრებელი სახლის ეზოებიდან მოიტაცეს. უმძიმეს პირობებში რამდენიმე დღე, კვირა, თვეც ჰყავთ და ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2008 წლიდან - სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულია 3397 პირი, მათგან 1 927 ოკუპირებული აფხაზეთის, 1 470 - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. მათ შორის 493 ქალია.  

საქართველოს მოქალაქეთა დაკავების სტატისტიკა ოკუპირებულ რეგიონებში (2008-2022/09):

წყარო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ოკუპირებული რეგიონების საპატიმროებიდან გამოყვანილი ქალების ნაწილი დღეს იმავე საფრთხის ფონზე აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ძალადობის მსხვერპლები რაიმე განსაკუთრებულ მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ, თუ არ ჩავთვლით არასამთავრობო სექტორის მხრიდან განხორციელებულ იურიდიულ, ფსიქოლოგიურ თუ სხვა დახმარებას.  

მომხდარი ფაქტები ვრცელდება მედიაში, ანგარიშებში, განცხადებებში და ა.შ. თუმცა როგორ ვზრუნავთ მას შემდეგ მათზე?  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობისა თუ სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების ფონზე, საოკუპაციო ძალების „კლანჭებისგან“ ძლივს გადარჩენილ ქალებს ისევ მძიმე ყოფაში ვაბრუნებთ. ვაიძულებთ, რომ თავად მიხედონ საკუთარ პრობლემებს, რომელიც მათ არ შეუქმნიათ. თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად დაამუშაონ მავთულხლართებით გაყოფილი მიწის ნაკვეთები და რუსეთის ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ აღებული მოსავალი მთელი წელი იკმარონ. მიხედონ ოჯახსაც და დღის ბოლოს გადაქანცულები, რომ თვალებს მილულავენ, ისევ გატაცების მომენტები სტანჯავდეთ. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება 

 

ნინო ჩიბჩიური
ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად