ღონისძიებები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
2022-10-12 13:35:42

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პროექტის ფარგლებში “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში", იწვევს ახალგაზრდა ანალიტიკოსებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონს სტატიები და ანალიტიკური ბლოგები/ნაშრომები შემდეგ თემებზე:

  • ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე;
  • მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები;
  • გენდერული სტერეოტიპები;
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები.

პროექტი „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელება“ ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში, ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.

პროექტი დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ამასთან, ანალიტიკური მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა იყოს მომზადებული და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა საინფორმაციო არხებზე.

კომპეტენტური კომისია 5 საუკეთესო საინფორმაციო მასალას გამოავლენს. კონკურსის ფარგლებში შერჩეული სტატიების ავტორები, ჰონორარის სახით, მიიღებენ 500 ლარს, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით. 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 12.11.2022.

დაინტერესებულმა პირებმა ბლოგი/ნაშრომი შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე უნდა გამოგზავნოს: wicge.org.11@gmail.com;

mariam.dzagnidze@gmail.com;

office@ginsc.net.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე, გამოგზავნოთ ფოტო სურათი.
 

ბოლო ამბები
ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

სრულად 
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
 ღონისძიებები
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

ფოტოკონკურსის მიზანია ქალების/გოგოების უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალებისა და გოგოების წარმოჩენა

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი. გამარჯვებულ 3 ნამუშევარს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. 

სრულად 
ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში

ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს  სტუდენტებს/ახალგაზრდებს, მინიმუმ, 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე

სრულად