მოვლენები
ნაომარ სოფელში ტყვიების არა, მაგრამ ზამთრის მოახლოების ეშინიათ - ომიდან მე-14 წელს ზარდიაანთკარში ისევ აწვიმთ
2022-09-08 10:28:50

„ცხოვრება ზღვარზე“, „დევნილობა არაოფიციალურად“; „დალოდების 13 წელი“, „დროებითობა, რომელიც 11 წელი გრძელდება“ - ასე აღწერს მედია  გამყოფი ზოლის მიმდებარედ სოფლის პრობლემებს.  ჟურნალისტული მასალების  ბევრი, ზუსტი და რეალურია,  ათეულობით არის და 14 უშედეგო წელს ითვლის.  ზარდიაანთკარში რეალობა უცვლელი რჩება,  ქართველ მეციხოვნეებს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ სოფელში აწვიმთ და ზამთრის მოახლოების ეშინიათ. 

ომისა და მშვიდობის გასაყარზე,  დიდი დრო გავიდა მას შემდეგაც, რაც 2013 წელს ეს ადამიანები ნატყვიარ და დაბომბილ სახლებში დაბრუნდნენ. სახლებში, რომელიც  2008 წელს სიცოცხლის ფასად დატოვეს და დღესაც, მშვიდობის დროს, ზუსტად ამ ფასადვე აგრძელებენ ნაომარ სოფელში არსებობას. 

ახლა ტყვიებისა და ბომბების არ ეშინიათ, მაგრამ ეშინიათ ზამთრის, რომელიც უკვე მე-14 წელია მათთვის გაუსაძლისია. ზოგიერთ სახლში სახურავიც კი არ შეკეთებულა და ომგამოვლილ მოსახლეობას ცივ დღეებში ათოვს.  ცისანა თაზიაშვილი, თანასოფლელების მსგავსად,  აქ  2013 წელს დაბრუნდა და 14 წლის შემდეგ პირველად, რეალური იმედი აქვს, რომ ომისგან გადამწვარი და ნატყვიარი სახლები შესაძლოა, რეაბილიტირდეს. 

ზაარდიაანთკარელებს პირობა მისცეს,  რომ  28  ომის დროს დაზიანებულ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, პროექტებიც აჩვენეს და პროცედურების შესახებ ინფორმაცია  მიაწოდეს.  ადრე ეს არასდროს მომხდარა, დაპირება ბევრი იყო. 


„იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, მოგვცეს პირობა, რომ 28 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ჩამოსულები იყვნენ, პროექტებიც გვაჩვენეს და შეგვპირდნენ, რომ პროცესი დაიწყება. უმნიშვნელოვანესი იყო მესამე სექტორის ჩართულობა, ასე საქმე უფრო წინ მიდის. 

ჩვენ 2013 წელს დავბრუნდით, შიშველი ხელებით ვიშრომეთ, ვწვალობდით, ახლა ზამთარი მოდის და წვიმიანი ამინდები იქნება. იმედია, ყველაფერი დროულად გაკეთდება. შედგენილი პროექტები ვნახეთ, რაც დაზიანებულია სახლებში აღირცხულია და ფოტოები გადაღებული აქვთ, სახურავები, კარ-ფანჯრები და ალბათ, ამის მიხედვით იქნება რეაგირება.“ - ცისანა თაზიაშვილი, სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები.

ზარდიაანთკარელები მედიის ობიექტივისა და არასამთავრობო სექტორის ფოკუსს მიღმა არასდროს დარჩენილან.  3 სექტემბერს, მედიამ ზარდიაანთკარელების პრობლემა ხელისუფლებას ფოტო-გამოფენით კიდევ ერთელ შეახსენა. სოფელში ათეულობით ჟურნალისტური ნამუშევარი წარმოადგინეს, სადაც ერთი ფოტო  ერთ რეალურ ამბავს ყვებოდა. 

მიმდინარე წელის მაისის თვეში, ზარდიაანთკარელი ადგილობრივი ახალგაზრდა მოხალისის, მარიამ გაბაშვილის ჩართულობით, 50-მდე ხელმოწერა შეაგროვა ქალთა საინფორმაციო ცენტრმა. ორგანიზაციამ შერიგებისა და სამოქალაქოთანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სახლების რეაბილიტაციის მოთხოვნით, ოფიციალური წერილი შეიტანა.  პასუხად უწყებამ მოგვწერა: 

„ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. ამ მიზნით გორის მუნიციპალიტეტმა მეორედ გამოაცხადა შესაბამისი ტენდერი. ტენდერის შედეგად გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც სატენდერო პირობების შესაბამისად ამჟამად ამზადებს დეტალურ პროექტს, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წელს ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საკითხზე შესაბამისი უწყებების მიერ უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა და ხორციელდება კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ღონისძიებაბი“- აღნიშნულია წერილის ერთ-ერთ პუნქტში.

როგორ განვითარდება მოვლენები გამყოფი ზოლის მიმდებარედ სოფელში, ეს უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ ზარდიაანკარელების ყოველდღიურობაზე ფოკუსი არასაკმარისი აღმოჩნდა და ქართველმა მეციხოვნეებმა გაუსაძლის პირობებში 14 წელი იცხოვრეს. ქართველი მეციხოვნეები ალბათ ტყუილად არ უწოდეს,  როგორც თავად ამბობენ,  „რომ არა ისინი, ვინ იცის ახლა გამყოფი ზოლი სად იქნებოდა“ 

გვანცა სანაია
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად