გენდერული სიახლეები
14 წელში, ცხინვალთან ახლოს, ომგამოვლილმა ქალებმა ბაღ-ვენახების აყვავება შევძელით
2022-09-06 10:33:01

აგვისტოს ომის შემდეგ,  სოფლად დაბრუნებულ მოსახლეობას სახლები გადამწვარი, ნაკვეთები გადამხმარი და ყველაფერი განადგურებული დაგვხვდა. ჩემი სოფელიც რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ცხინვალთან და მუდმივად შიშის ქვეშ გვიწევს ცხოვრება.

მიუხედავად რთული მდგომარეობისა, მოვახერხეთ და შევძელით, რომ ამ 14 წელში,  ყველაფერი ახლიდან დაგვეწყო და საკუთარი მოსავალი წლიდან-წლამდე გაგვეუმჯობესებინა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი უკვე ჩვენი სოფლის სიახლოვეს იყო. ტყვიავიდან გვესმოდა აფეთქებები, მკვლელობები, მშვიდობიან მოსახლეობას სახლებს უწვავდნენ, რის შემდეგაც გავიქეცით თბილისში და დროებით, 21-ე სკოლის შენობას შევაფარეთ თავი. 

დაბრუნებისას ყველაფერი გაცამტვერებული დაგვხვდა, მაგრამ ახლიდან ცხოვრება დავიწყეთ. ბავშვობისას იურისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მშობლები ადრეულ ასაკში გარდაგვეცვალა და ოთხი და,  ნაომარ სოფელში დავრჩით. უფლება არ გვქონდა რამეს შევშინებოდით და მამაპაპისეული მიწა დაგვიწყებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩავრთულიყავით და სხვა ქალების დასაქმების შესაძლებლობაც გვქონოდა. შრომა უკვალოდ არასდროს ჩაივლის და თანდათან გაცამტვერებულ ნაკვეთებზე ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის მოყვანა შევძელით. 

წელს დაახლოებით 100-მდე ქალი დავასაქმეთ,  როგორც სოფლებიდან, ისე გორიდანაც. ახლა უკვე ვაშლს და ატამს ვკრეფთ, შემოდის მსხალი,  ცოტა ხანში ლობიოსაც ავიღებთ.

სოფლად ქალის ცხოვრება რთულია, მაგრამ თუ იშრომებს, ოჯახის გამოკვება არ გაუჭირდება. აპრილიდან გვიან შემოდგომამდე, ჩვენი სამუშაო დღე 09:00 საათიდან იწყება და 18:00 საათამდე გრძელდება. ზოგჯერ გაუსაძლისია პაპანაქება სიცხეში მუშაობა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უშრომელად არაფერი მოდის. დღიურად დაახლოებით 45-50 ლარს გამოვიმუშავებთ. თუ წვიმიანი ამინდია, მხოლოდ მაშინაა ჩვენთვის დასვენების დღე. ხშირად გვესმის, რომ სამუშაო ადგილები არ არის, გოგოები/ქალები ვერ საქმდებიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს, ასეთ რთულ პირობებში შუახნის ქალებთან ერთად, 18-19 წლის გოგოებიც კი არ თაკილობენ ნაკვეთებში მუშაობას და ოჯახში მცირე შემოსავლის შესატანად  თავებს არ ზოგავენ, ყოველდღიურ რეჟიმში მაქსიმალურად იხარჯებიან. რეგიონის ქალაქებიდანაც  ჩამოდიან და სოფლად მცხოვრებ ქალებთან ერთად შრომობენ. იმისთვის, რომ სამუშაო და შემოსავალი გვქონდეს,  უმაღლესი განათლების მიღება არაა აუცილებელი.

ქალების გარკვეული კატეგორია ზის სახლში და ფინანსურად სხვებზეა დამოკიდებული, რაც არასწორია. თუ  ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, შრომაში სათაკილო არაფერია. 22 წელი ქარხანაში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა სხვა რეალობა გვაქვს. მივდევ სოფლის მეურნეობას და შემოსავლის წყაროს ამ სფეროში, სხვა ქალებსაც ვუქმნი.

***

ბლოგი მამზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

თეა რაზმაძე 
ბოლო ამბები
ქალთა მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კონცეფციები

საქართველოში საკმაოდ მაღალია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი განზრახი დანაშაულის ჩადენას, რომლის მოტივსაც წარმოადგენს კონკრეტული ნიშნის მატარებლის მიმართ სიძულვილი, შეუწყნარებლობა, ზიზღი თუ სტერეოტიპული დამოკიდებულება

სრულად 
სუპერ გმირი მოძალადე

სუპერ გმირების მოძალადედ გადაქცევა და ქალების პიროვნული კვდომა ნელ პროცესად წარმომიდგენია, და დიახ, მოძალადეებსაც დრო სჭირდებათ, რომ კარგად გამოიკვებონ ქალების თავისუფალი ენერგიით, ფსიქოლოგიურად დასტრესონ, უსუსურობა შეუსისხლხორცონ და დააჯერონ, რომ ზუსტად ასეთი ცხოვრებისთვის დაიბადნენ, რომ დახმარების ხელს არავინ გამოუწვდით.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კონცეფციები

საქართველოში საკმაოდ მაღალია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი განზრახი დანაშაულის ჩადენას, რომლის მოტივსაც წარმოადგენს კონკრეტული ნიშნის მატარებლის მიმართ სიძულვილი, შეუწყნარებლობა, ზიზღი თუ სტერეოტიპული დამოკიდებულება

სრულად 
სუპერ გმირი მოძალადე

სუპერ გმირების მოძალადედ გადაქცევა და ქალების პიროვნული კვდომა ნელ პროცესად წარმომიდგენია, და დიახ, მოძალადეებსაც დრო სჭირდებათ, რომ კარგად გამოიკვებონ ქალების თავისუფალი ენერგიით, ფსიქოლოგიურად დასტრესონ, უსუსურობა შეუსისხლხორცონ და დააჯერონ, რომ ზუსტად ასეთი ცხოვრებისთვის დაიბადნენ, რომ დახმარების ხელს არავინ გამოუწვდით.

სრულად 
ხშირად მაწუხებდა კითხვა, ოჯახი ხომ სიყვარულით იქმნება, ოჯახში ხო მთავარი სიყვარულია, სად არის ეს სიყვარული ჩემს ოჯახში?!’

ხშირად მაწუხებდა კითხვა, ოჯახი ხომ სიყვარულით იქმნება, ოჯახში ხო მთავარი სიყვარულია, სად არის ეს სიყვარული ჩემს ოჯახში?! დედას და მამას ერთმანეთი სძულდათ და არც იქნება გასაკვირი, რომ არც ჩემს მიმართ ამჟავნებდნენ სიყვარულს

სრულად