გენდერული სიახლეები
დაგიგვიანდა გათხოვება, ბავშვის გაჩენა არ გინდა?
2022-08-10 11:02:03

საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ადრეული ქორწინების ფაქტებითა და მისი უარყოფითი შედეგებით. ეს კი ერთ-ერთ საყურადღებო პრობლემას წარმოადგენს.

არ თხოვდები?- ეს კითხვა ადრინდელი პერიოდიდანვე ახმოვანებს ხალხის სტერეოტიპულ განწყობებსა და მიდგომებს საქართველოში, რაც თავის მხრივ, გოგონებს დისკომფორტს და უსიამოვნო განცდებს უქმნის. 

დაგიგვიანდა გათხოვება, ბავშვის გაჩენა არ გინდა?- ეს დამოკიდებულება მხოლოდ მეზობლებს და ნათესავებს კი არა,  ხშირად მშობლებსაც ახასიათებთ. მათი ნაწილი გოგონებს ადრეული ასაკიდანვე შთააგონებს, რომ ქალის „ცხოვრების წესი“ გათხოვება და შვილების აღზრდაა. მათი აზრით, ქალი უნდა გათხოვდეს, ოჯახს მოეკიდოს, რადგან ამ ფუნქციას მხოლოდ მას უწესებენ. მოქალაქეთა ეს კატეგორია, რომელიც ჩვენს გარშემო მრავლად არის, გათხოვების იქით ქალის ბედნიერებას ვერ ხედავს. ვერ აცნობიერებენ თუ რა შედეგებამდე მიიყვანენ მათ მსმენელ გოგონებს ასეთი სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმებით. შიდა ქართლის რეგიონში და არა მხოლოდ აქ, სამწუხაროდ დღემდე სწორედ ოჯახის წევრების ხელშეწყობით აქვს ადგილი ადრეულ ქორწინებას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, განათლებაზე უარის თქმა, კომპლექსები (ორსულმა სკოლაში როგორ ვიარო?) გოგონებს კონსტიტუციით მინიჭებულ სიცოცხლის და ჯანრთელობის უფლებას უზღუდავს, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებსაც, რომლის
ხელმომწერი საქართველოცაა. 

მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სკოლა, ოჯახი და საზოგადოება თანაბრად ზრუნავდეს გოგონების მომავალზე, რომლებიც აღნიშნული დამოკიდებულებით დღეს პოტენციურ ძალადობის მსხვერპლებად ამზადებენ. აუცილებელია ცნობიერების ამაღლებისთვის სავალდებულო ტრენინგ-სემინარები არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებისთვისაც დაწესდეს.

ახალმა თაობამ დღეს გაცილებით მეტი იცის არასასრუველი ქორწინების შედეგებზე, ვიდრე ზოგიერთი გოგოს მშობელმა.
გაუაზრებელ გადაწყვეტილებაზე „სიყვარულის“ დარქმევა და ოჯახის შექმნა ქალს განვითარების მოტივაციას უკარგავს. საზოგადოებაში გავრცელებული ერთი შეხედვით უბრალო კეთილი სურვილები გოგონებს არასწორ შეხედულებებს უყალიბებს და საზოგადოებაში ისედაც გავრცელებულ სტერეოტიპებს უფრო მეტად ამყარებს. 

გოგონების გარკვეული ნაწილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სწორედ გაუაზრებელი გადაწყვეტილების შედეგად გახდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გოგონებს გათხოვების თარიღი კი არ ჰკითხონ მისმა გარშემომყოფებმა, არამედ ის, თუ რამდენად მზადაა დამოუკიდებლად უპასუხონ ამ ცხოვრების სირთულეებსა თუ გამოწვევებს და რას აკეთებენ მშობლები ამ პროცესში მისი მხარდაჭერისთვის.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ირინა ხმიადაშვილი
ბოლო ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძეს პრინცესა ოლგას ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

სრულად 
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ

ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ

ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია

სრულად 
მე დავეთხოვე ჩემს უფროსს...

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, იმ დღეს თავხედიც გავხდი, მისი კაბინეტის კარს, ტიპიური ჩინოვნიკის კაბინეტის კარს, მარკერით მივაწერე:“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

სრულად 
ქსცს გუნდის წევრები, სოფელ პერევში თემის ლიდერ ქალებს შეხვდნენ

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები, ინფრასტრუქტურა და სოციალური პრობლემები - ამ და სხვა თემებზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წევრები თემის ლიდერი ქალების ჩართულობით დვოკატირების კამპანია დაგეგმეს

სრულად