გენდერული სიახლეები
სტერეოტიპები ქალთა პოლიტიკურ აქტივობაზე პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში
2022-07-25 14:03:31

უკრაინაში ომის პარალელურად და იმ ინფორმაციის კვალდაკვალ, რომელიც ხშირად ვრცელდება ომის დროს ქალების მდგომარეობის შესახებ, აქტუალური გახდა კონფლიქტის გენდერული ასპექტების განხილვა - საუბარი იმაზე, თუ რა გავლენა აქვს კონფლიქტს ქალებზე და გენდერულ ურთიერთობებზე.

კონფლიქტი ხშირად ცვლის გენდერული ურთიერთობების სურათს, რადგან ის როგორც მოვლენა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ზოგადად საზოგადოებრივ მოცემულობებზე. შეიარაღებული კონფლიქტი განსხვავებულად აისახება ქალებსა და კაცებზე. გარდა იმისა, რომ ქალები ხშირად ხდებიან მსხვერპლნი სექსუალური თუ სხვა სახის ძალადობის, კონფლიქტი მათ საზოგადოებრივ როლებზეც ახდენს გავლენას. კერძოდ,რადგანაც კაცები ფრონტის ხაზზე არიან, ან ოჯახი ომის შედეგად კარგავს წევრებს,  ქალებს ხშირად უწევთ გახდნენ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი; კონფლიქტის პირობებში ქალები ხშირად წარმოჩინდებიან საზოგადოებასა და თემში როგორც ლიდერები, მედიატორები, ხშირად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა მოძრაობებს. მსგავსი მაგალითები არაერთია აფრიკის კონტინენტზე კონფლიქტების ისტორიაში თუ მაგალითისთვის ბალკანეთის ომებიდან, როდესაც ქალები აყალიბებდნენ არაძალადობრივ მოძრაობებს და მართავდნენ პროტესტებს ძალადობის წინააღმდეგ.

მსგავსი აქტივობები მათ საჯარო როლს ზრდის და ერთგვარად ახდენს ქალთა სოციალური და პოლიტიკური აქტივობის ტრადიციული ფრომის ცვლილებას, სადაც ქალი უმეტესად პასიურია და ოჯახის მომვლელად მოიაზრება, ვიდრე საჯარო ფიგურად. თუმცა ისმის კითხვა, გრძელდება თუ არა ეს გარდატეხა კონფლიქტის შემდგომ? და რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქალები პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებებში პოლიტიკური თუ სოციალური აქტივობის მიმართულებით?

როგორც უკვე ითქვა, კონფლიქტი ცვლის საზოგადოებრივ მოცემულობებს, თუმცა ეს გარანტირებულად არ გულისხმობს რომ ქალთა როლის ზრდა პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაშიც გაგრძელდება. სტერეოტიპული წარმოდგენების გაძლიერება პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების როლთან მიმართებაში  და მათ უნარების შესახებ, ქალების აქტივობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. წარმოდგენები ქალების სუსტ ლიდერულ უნარჩვევებზე და მათ ტრადიციულ როლებზე მათ კვლავაც რიყავს საზოგადოებრივი აქტივობიდან და გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან. ცხადია ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ტრადიციულ საზოგადოებებში, სადაც კონფლიქტამდელი მოცემულობითაც ქალების როლზე სტერეოტიპები ძლიერი იყო.  შედეგად, დიდია ალბათობა იმის, რომ პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში ის ლიდერული როლები რაც ქალებმა მოცემულობიდან გამომდინარე ბუნებრივად შეითვისეს, კვლავ ომიდან დაბრუნებული მამაკაცების ხელში გადავიდეს, ქალები კი ტრადიციულ როლებს დაუბრუნდნენ.

კიდევ ერთი დაბრკოლება პოსტ-კონფლიქტურ მოცემულობაში ქალთა პოლიტიკური და სოციალური აქტივობისთვის მათი, როგორც მზრუნველის როლის თუ ვალდებულების აღქმაა, რომელიც ხშირად ქალებს არაპროპორციულად დიდ დატვირთვას აიძულებს კონკრეტული მიმართულებებით.  უმეტესად სწორედ ქალები არიან ისინი, ვინც ომის შემდგომ ზრუნავენ ბავშვებზე, მოხუცებზე, ოჯახზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, ხშირად ომიდან დაბრუნებულ მეუღლეებზე, რომლებსაც ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობის შეძენილი პრობლემები აქვთ. როგორც უკვე ითქვა, რიგ შემთხვევებში ქალებს უწევთ გახდნენ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ამავდროულად შეითავსონ ზემოთ ჩამოთვლილი მზრუნველობითი ფუნქციები. ყოველივე მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალების აქტივობის შესაძლებლობას, იმდენად რამდენადაც მათ ართმევს დროს, რომელსაც ვერ უთმობენ სხვადასხვა ტიპის სოციალურ თუ პოლიტიკურ საქმიანობას.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა რომ კონფლიქტის პირობებში ქალებს უწევთ ახალი ფუნქციების შეთავსება, მათ შორის ლიდერულისაც, რაც ერთი შეხედვით გენდერული ურთიერთობების დაბალანსებისკენ მიმავალ გზას შეიძლება ჰგავდეს, რეალობა უფრო კომპლექსურია. გარანტია, რომ ეს ტენდენცია პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაშიც გაგრძელდება არ არსებობს. ეს განსაკუთრებით ეხება ტრადიციულ საზოგადოებებს, სადაც ძლიერია ქალის როლის შესახებ სტერეოტიპული აღქმები. სტერეოტიპული წარმოდგენები დიდ როლს თამაშობენ ქალების ადგილის დამკვიდრებაში პოსტ-კონფლიქტურ მოცემულობაში, როდესაც ტრავმირებული საზოგადოება ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ახალ მოცემულობებში რა გასაქანი მიეცემა გენდერულ ურთიერთობებს - შეძლებს თუ არა საზოგადოება დაბალანსებული და ჯანსაღი მოდელების ათვისებას, სადაც ქალებს გარემო და რეალობა აძლევს საშუალებას ჩაერთონ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ დაუბრუნდება ტრადიციულ მოდელს, სადაც ქალების უნარებზე სტერეოტიპული აღქმები დომინირებს. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

ნინო ჩანადირი
ბოლო ამბები
ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები

ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ყოველწლიური დემოკრატიიის კონფერენცია გაიმართა

სრულად 
8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჯამში საქართველოს ნაკრები ალბანეთიდან 8 მედლით ბრუნდება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები

ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ყოველწლიური დემოკრატიიის კონფერენცია გაიმართა

სრულად 
თბილისში ფორუმი "ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის" მიმდინარეობს  

სამდღიანი კონფერენცია სხვადასხვა თემის დაფარვით, რამდენიმე პანელს მოიცავს.  მთავარი აქცენტია მშვიდობის მშენებლობის დღის წესრიგზე ქალთა პოზიტიური ზემოქმედების განსაზღვრა

სრულად 
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების მიზანს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების კომპეტენციების ამაღლება წარმოადგენდა

სრულად