2020 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე კაცებში 20,2%, ხოლო ქალებში 16,2%-ია — ამის შესახებ საქსტატის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც კაცების, ისე ქალების შემთხვევაშიც, 2019 წელთან შედარებით, უმუშევრობა გაზრდილია.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.0 პროცენტს შეადგენდა.
წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0,3 პროცენტული პუნქტით.
2020 წელს დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წელთან შედარებით, შესაბამისად 2.3 და 0.6 პროცენტული პუნქტით.