საინტერესო
ევროკომისიის პრეზიდენტი: ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ. მოხდებოდა ეს, კოსტუმით და ჰალსტუხით რომ ვყოფილიყავი?
2021-04-27 09:42:05

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც სკამის გარეშე დარჩა, მის სქესს უკავშირდება.

„მე ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი ვარ. ევროკომისიის პრეზიდენტი ვარ და ველოდი, რომ ორი კვირის წინ თურქეთში ვიზიტის დროს ისე მომექცეოდნენ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, მაგრამ ეს ასე არ იყო. ვერ ვპოულობ იმის გამართლებას, როგორ მომექცნენ. დავასკვენი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ. მოხდებოდა ეს, კოსტუმით და ჰალსტუხით რომ ვყოფილიყავი? ვიგრძენი წყენა და თავი მარტო ვიგრძენი, როგორც ქალმა და როგორც ევროპელმა,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში ანკარაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრების ოთახში, ევროკავშირისა და თურქეთის დროშებთან, მხოლოდ ორი სკამი იდგა, რომლებზეც ერდოღანი და მიშელი დასხდნენ. სკამის გარეშე დარჩენილ ფონ დერ ლეიენს კი დივანზე მოუწია დაჯდომა.

ბოლო ამბები
ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

სრულად 
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
 ღონისძიებები
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში მასწავლებლების 88%-ზე მეტი ქალია

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) საქართველოში მასწავლებელთა მახასიათებლების შესახებ ანალიტიკური ბიულეტინი გამოაქვეყნა

სრულად 
კაცებში უმუშევრობის დონე 17.8%-ს, ქალებში კი 13.8%-ს შეადგენს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით შემცირდა და 16.1% შეადგინა

სრულად 
მეთოდოლოგიური კრებული „ონლაინ რადიკალიზაციის პრევენცია"

კრებული „ონლაინ რადიკალიზაციის პრევენცია: მეთოდოლოგიური წინადადებები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან“ საერთაშორისო ექსპერტული საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგია და მიზნად ისახავს ისეთი პრაქტიკული მეთოდოლოგიების შექმნას, რომელიც უზრუნველჰყოფს ახალგაზრდებში ონლაინ რადიკალიზაციის პრევენციას

სრულად