2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა. გენდერული თანასწორობის საბჭო შედგება 12 პარლამეტის წევრისგან (7 ქალი, 5 კაცი).
საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა.
საკანონმდებლო დონეზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო 2004 წ. შეიქმნა საკონსულტაციო ორგანოს სახით, ხოლო 2010 წ. ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედ ორგანოთ. კანონის თანახმად, პარლამენტში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭო, უზრუნველყოფს ”სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას გენდერულ საკითხებზე”. გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის სპიკერი ან ვიცე სპიკერი.
2014 წლიდან „გენდერული თანასწორობის საბჭო“ ფუნქციონირებს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად.