გენდერული ძალადობა
კონფერენცია: “მომავალი ძალადობის გარეშე!“
2020-12-24 10:20:25

23 დეკემბერს პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში გაიმარა კონფერენცია “მომავალი ძალადობის გარეშე! “.

საქართველოში მრავალი ქალი, ბავშვი და მოხუცი განიცდის ოჯახში ძალადობას. ოჯახში ძალადობის დანაშაული ხშირ შემთხვევაში აღიქმება, როგორც მხოლოდ ოჯახის საქმე და საზოგადოება დუმილს ამჯობინებს, რაც პოტენციურ მოძალადეს ხელსაყრელ პირობებს უქმნის ჩაიდინოს დანაშაული, ხოლო თავად დაზარალებული კი დუმს, რადგანაც ვერ გრძნობს ვერც ოჯახის სხვა წევრებისა და ვერც საზოგადოების მხარდაჭერას.
მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ძალისხმევის კონსოლიდირება არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტების გარშემო, არამედ დანაშაულის ჩადენამდე. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ყველა საგანმანათლებლო უწყებას.

კონფერენცია, მიეძღვნა საზოგადოების ერთობლივ მონაწილეობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო: დევნილი/კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მცხოვრებმა მოსახლეობამ,  სკოლის დირექტორებმა და პედაგოგებმა საქართველოს რეგიონებიდან, სასულიერო პირებმა, კულტურის სფეროს, სახალხო დამცველის, სამოქალაქო სექტორის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

კონფერენციის მოდერატორი გახდა:
 

ელენე რუსეცკაია-ECRI-ს წევრი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი;

 

კონფერენციის მომხსენებლები გახდნენ:

  • ბავშვთა მიმართ ძალადობა და განათლების სისტემის როლი მის აღმოფხვრაში, ეკატერინე დგებუაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
  • „მასწავლებლების მიერ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინება, ქცევა, დამოკიდებულებები და ნორმები“ - ნათია მესტვერიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია
  • „შშმ ბავშვები, ოჯახში ძალადობა და საზოგადოების დამოკიდებულება“- დავით მოსიაშვილი, დემეტრეს და მარიამის მამა, სოციალური საწარმო ,,დემა" დამფუძნებელი, ააიპ ,,მამიკო" დამფუძნებელი, აზიის განვითარების ბანკის ექსპერტი
  •  „სასულიერო პირებისა და ინსტიტუტების როლი ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საქმეში:
  • მეუფე დოსითეოზი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი;
  • ადამ შანთაძე, მუსლიმთა სამმართველოს მუფტი
  • “ბავშვი, სკოლა და საზოგადოება“ - ლადო აბხაზავა, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი.

კონფერენცია გაიმართა ონლაინ აპლიკაცია zoom-ის მეშვეობით!

პროექტის შესახებ:

პროექტს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან - მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ (შიდა ქართლის რეგიონი), რეაბილიტაციის ცენტრი „თანაზიარი“ (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) და ფონდ Humandoc-თან (პოლონეთი) ერთად, ევროკავშირის დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზნობრივი რეგიონებია შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.

პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში “მთავარი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენცია და ამ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება.
პროექტების შერჩევა მოხდა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელ ნაწილს და ასახავს Covid-19-ის კონტექსტში საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დასმულ აქცენტებს.
 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად