არგენტინის პარლამენტის ქვედა პალატამ აბორტის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არგენტინა მეოთხე ქვეყანა გახდება ლათინო ამერიკიდან, სადაც აბორტი ლეგალურია. ამის შესახებ ინფორმაციას news.trust.org ავრცელებს.
კანონპროექტი, რომელიც გასულ თვეს მემარცხენე პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდეზის მიერ იყო წარდგენილი, 11 დეკემბერს დაამტკიცეს 20 საათიანი დებატების შემდეგ 131 ხმით 117-ის წინააღმდეგ. მას სენატი კენჭს თვის ბოლოს უყრის.
კანონპროექტის დამტკიცებამ კარნავალის მსგავსი სიხარული გამოიწვი არგენტინის ეროვნული კონგრესის წინ, სადაც ათასობით აქტივისტი მარათონის სესიას დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს. ადგილობრივმა მედიასაშუალებამ ამას "სიხარულის ცუნამი"(Infobae) უწოდა.