10 დეკემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიისა და პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში გაიმარა კონფერენცია „ჩვენი მონაწილეობა თანადგომისთვის!“.
საქართველოში მრავალი ქალი, ბავშვი და მოხუცი განიცდის ოჯახში ძალადობას. ოჯახში ძალადობის დანაშაული ხშირ შემთხვევაში აღიქმება, როგორც მხოლოდ ოჯახის საქმე და საზოგადოება დუმილს ამჯობინებს, რაც პოტენციურ მოძალადეს ხელსაყრელ პირობებს უქმნის ჩაიდინოს დანაშაული, ხოლო თავად დაზარალებული კი დუმს, რადგანაც ვერ გრძნობს ვერც ოჯახის სხვა წევრებისა და ვერც საზოგადოების მხარდაჭერას.
კონფერენცია, მიეძღვნა საზოგადოების ერთობლივ მონაწილეობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო: დევნილი/კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მცხოვრებმა მოსახლეობამ, პედაგოგებმა, სასულიერო პირებმა, კულტურის სფეროს, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
კონფერენციის მოდერატორი გახდა:
ელენე რუსეცკაია-ECRI-ს წევრი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი;
მომხსენებლები:
- „როგორ გამოვიდე ილუზიიდან “- მარიამ დალაქიშვილი, ფსიქოლოგიური ძალადობა გამოვლილი ქალი;
- „ჩემი პირადი გამოცდილება “- ქეთი ზოიძე, ძალადობა გამოვლილი ქალი;
- „ოჯახში ძალადობის გავლენა“- რუსუდან ფხაკაძე, ფსიქოლოგი, პროფესორი, ა/ო სახლის ხელმძღვანელი,;
- „ძალადობის ციკლური მახასიათებლები“ - მამუკა გაჩეჩილაძე, გენდერის ექსპერტი,;
- „სოფლად მცხოვრები ქალების ხედვა ძალადობაზე“ - ირუზა კაკავა, დევნილი აფხაზეთიდან, კოკი- ხურჩის მაჟორიტარი დეპუტატი;
- ლიტერატურა და ძალადობა -გიორგი კეკელიძე, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი,“;
- „საზოგადოების როლი და შესაძლებლობები“ - მეუფე დოსითეოზი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი.
კონფერენცია გაიმარა ონლაინ აპლიკაცია zoom-ის მეშვეობით!
პროექტის შესახებ:
პროექტს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან - მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ (შიდა ქართლის რეგიონი), რეაბილიტაციის ცენტრი „თანაზიარი“ (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) და ფონდ Humandoc-თან (პოლონეთი) ერთად, ევროკავშირის დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზნობრივი რეგიონებია შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.
პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში “მთავარი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენცია და ამ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება.
პროექტების შერჩევა მოხდა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელ ნაწილს და ასახავს Covid-19-ის კონტექსტში საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დასმულ აქცენტებს.