შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართლში კაცმა 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, მათივე ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული რ.მ., სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, ხაშურში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს“, – ამბობენ უწყებაში.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.