გენდერული სიახლეები
პოლონეთში აბორტის ამკრძალავი კანონის ამოქმედება გადადეს
2020-11-04 13:23:38

მასობრივი პროტესტის ფონზე, პოლონეთის მთავრობამ აბორტის თითქმის სრულად ამკრძალავი კანონის ამოქმედება დროებით შეაჩერა. Reuters -ის ცნობით, კანონი 3 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო.

„პოლონეთს სჭირდება სიმშვიდის პერიოდი, რათა განიხილოს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აბორტის საკითხს ეხება“- ამის შესახებ განაცხადა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

22 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნაყოფის განვითარების პათოლოგიების — ფიზიკური ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო. ეს იმას ნიშნავს, რომ აბორტი ქვეყანაში, ფაქტობრივად, სრულად არის აკრძალული და ლეგალურია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

გამოკითხვების თანახმად, პოლონელების უმრავლესობა კანონის გამკაცრების წინააღმდეგი იყო. ქალთა უფლებადამცველების შეფასებით, წელიწადში, დაახლოებით, 80 000-დან 120 000 პოლონელი ქალი აბორტის გაკეთებას საზღვარგარეთ ცდილობს. ასევე, ხაზგასმულია სტიგმა ამ საკითხის გარშემო.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, 22 ოქტომბრიდან პოლონეთის ქალაქები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. აქციები დღემდე მიმდინარეობს. "ქალი ინკუბატორი არ არის", "ჩემი სხეული — ჩემი არჩევანი", — სკანდირებენ ქალები.

ბოლო ამბები
მსოფლიო ბანკი: პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საქართველოში გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს

 ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასება“

სრულად 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოჯახური კონფლიქტის დროს ბავშვი გარდაიცვალა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქმარმა ცოლს, რომელსაც ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მსოფლიო ბანკი: პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საქართველოში გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს

 ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასება“

სრულად 
საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა. გენდერული თანასწორობის საბჭო შედგება 12  პარლამეტის წევრისგან (7 ქალი, 5 კაცი)

სრულად 
არგენტინის ქვედა პალატამ აბორტის დაშვების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

არგენტინის პარლამენტის ქვედა პალატამ აბორტის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

სრულად