გენდერული სიახლეები
ქალები მეათე მოწვევის პარლამენტში - წინასწარი შედეგები
2020-11-02 11:12:20

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დათვლილია უბნების 100% (პროპორციული).
მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში შევლენ, საქართველოს მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო, პროპორციული სიებით, პარტიებს შორის მანდატები ასე განაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 61 მანდატი; 14 ქალი;
  • „ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი, 8 ქალი;
  • „ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი; 1 ქალი
  • „ლელო“ – 4 მანდატი; 1 ქალი
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი; 2 ქალი
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი; 1 ქალი
  • „გირჩი“ – 4 მანდატი; 1 ქალი
  • „ლეიბორისტები“ – 1; 
  • „მოქალაქეები“  – 2.

არჩევნების შედეგად, მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში სულ 29 (19,3 %) ქალი დეპუტატი იქნება. 

სულ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა შეადგენდა ჯამში 6882 (100%) საიდანც: 3833 (55.7%) კაცი, ხოლო 3049 (44.3%) ქალი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2016-2020 წლების პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობა 24-ს შეადგენდა (16%), საიდანაც 18 პროპორციული და 6 მაჟორიტარული სიით შევიდა.

2020 წელს საარჩევნო კოდექსით სავალდებულო გახდა გენდერული კვოტა, რომელიც ავალდებულებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სიებში წარმოდგენილი კანდიდატებიდან არაუმეტეს 75 პროცენტისა იყოს ერთი და იმავე სქესის. ამასთან, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც 30 პროცენტიან კვოტირებას გადააჭარბებენ, საქართველოს კანონმდებლობა დამატებით დაფინანსებას სთავაზობს.

ბოლო ამბები
სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა

სრულად 
თბილისში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა

კაცმა ქალს სუპერმარკეტში, მისსავე სამსახურში მიაკითხა, რითაც შემაკავებელი ორდერი დაარღვია და მას ყელის არეში ჭრილობა მიაყენა

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
FAO ქალებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების ან დანადგარების შეძენაზე საგრანტო კონკურსს აცხადებს

სრულად 
საქართველომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის შესრულების მეექვსე პერიოდული ანგარიში წარადგინა

ანგარიში მიზნად ისახავს CEDAW კომიტეტში საქართველოს პერიოდული ანგარიშის მიმოხილვისას მთავრობის მიერ ინფორმაციის წარდგენას ქვეყანაში ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციული გარემოს შესახებ

სრულად 
ევროპაში ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა 2104 წლამდე ვერ აღმოიფხვრება 

10 ნოემბერს ევროპა თანაბარი ანაზღაურების დღეს აღნიშნავს

სრულად