მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი, რომელიც ქალის დახმარებას ცდილობდა.
დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის, მოკლული ქალის ძმა. დაზარალებულებს ჭრილობები სახისა და მხარის არეში აქვთ მიყენებული და ამ წუთებში, გურჯაანის საავადმყოფოში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.