გენდერულ ჭრილში დამუშავებული საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ცესკომ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, შექმნა ახალი საინფორმაციო პორტალი.
დღეს ცესკო-ს ინიციატივით გენდერული პორტალის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანოზაციების წარმომადგენლები იყვნენ.
ახალი საინფორმაციო რესურსი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს არჩევნების შესახებ, გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც 2014-2020 წლების საარჩევნო პერიოდებს მოიცავს. მათ შორის გაეცნოს გენდერულ ჭრილში მოცემულ ამომრჩეველების, საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლების, მედია და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ სტატისტიკას.
პორტალი ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.