გენდერული სიახლეები
პოლონეთში ლეგალური აბორტი, ფაქტობრივად, სრულად აიკრძალა
2020-10-23 13:07:27

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამათლომ ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიის გამო აბორტების ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ქვეყნის მმართველი პარტიაც უჭერს მხარს, სასამართლომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ამ კუთხით პოლონეთში მოქმედი ისედაც ხისტი კანონმდებლობა და ქალებს ლეგალური აბორტის უფლება თითქმის სრულად შეუზღუდა.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, აბორტი მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის, ასევე, ორსულობის თანმდევი, ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, უმრავლეს შემთხვევაში, ამ ნაბიჯით აბორტის უფლება მაინც იზღუდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გასულ წელს აღრიცხული 1 100 აბორტიდან 1074 სწორედ ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხებების გამო გაკეთდა.

გადაწყვეტილებას კანონმდებლობის გამკაცრების მოწინააღმდეგეებმა მყისიერი პროტესტით უპასუხეს და ვარშავის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. 

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ათობით შეტყობინება ჰეშთეგით #powiedzkomus (უთხარით ვინმეს) და # wyroknakobiеty (სასჯელი ქალებისთვის), რომლის ავტორებმა გააპროტესტეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

აპრილში, კარანტინის მიუხედავათ,  ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ვარშავის ქუჩებში ქალებმა აბორტის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივა გააპროტესტეს. დაახლოებით 700,000 ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას მოთხოვნით, რომ მთავრობამ შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლონეთის მმართველი, მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის “კანონი და სამართალი” შუამდგომლობა კანონმდებლობის გადახედვის შესახებ. საბოლოოდ, განაჩენი გამოიტანა 13 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ, რომელში შემავალ მოსამართლეთა უმრავლესობაც ამავე პარტიის წარდგენილია.

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად 2000 აბორტი კეთდება. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, არაოფიციალური რიცხვი გაცილებით დიდია და 200 000-ს აჭარბებს. ნაწილი არალეგალურად, ნაწილი კი – საზღვარგარეთ ხდება.

აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთში 2016 წელსაც ჰქონდათ, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.

პოლონეთში აბორტზე ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. 2016 წელს პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში აბორტები საერთოდ აიკრძალებოდა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა აკრძალვის დამრღვევებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, რასაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოყვა.

ბოლო ამბები
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, სხდომაზე გამოთქმული დათქმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც გაწერილია საბჭოს საქმიანობის ექვსი მიმართულება

სრულად 
ქლოა ჭაო მეორე ქალი გახდა, ვინც ოსკარებზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა

ოსკარების 93-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა, სადაც რეჟისორი ქლოა ჭაო ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა: მისი ფილმი Nomadland (მომთაბარეთა მიწა) წლის საუკეთესო ფილმად, თავად კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა!

სრულად 
 ღონისძიებები
 შეხვედრა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სათემო ჯგუფებთან  და აქტივისტებთან!
სრულად 
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, სხდომაზე გამოთქმული დათქმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც გაწერილია საბჭოს საქმიანობის ექვსი მიმართულება

სრულად 
მსოფლიო ბანკი: პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საქართველოში გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს

 ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასება“

სრულად 
საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა. გენდერული თანასწორობის საბჭო შედგება 12  პარლამეტის წევრისგან (7 ქალი, 5 კაცი)

სრულად