მოვლენები
ტიხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს
2020-10-19 17:58:15

სამი ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო, 2021 წლისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ბელარუსი ოპოზიციონერები ნორვეგიელმა პარლამენტარმა, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, გეირ ტოსკედალმა წარადგინა.  

"ამ სამმა ქალმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ბელარუსში ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში. ამისთვის ისინი ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებენ". – თქვა გეირ ტოსკედალმა.

ტოსკედალი​ იმედოვნებს, რომ ტიხანოვსკაიას, კოლესნიკოვასა და ცეპკალოს წარდგენით ბრძოლა "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს.

ტიხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო არჩევნებამდე ქმნიდნენ "ქალთა ტრიუმვირატს" და ერთად ემზადებოდნენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და ვერონიკა ცეპკალომ ბელარუსი დატოვეს. კოლესნიკოვა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებების გაკეთებისთვის დაპატიმრებულია. სვეტლანა ტიხანოვსკაია იმავე ბრალდებით ძებნაშია გამოცხადებული.

2020 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP) გადაეცა მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის.

ბოლო ამბები
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად 
ევროკავშირი: გამჭვირვალობა შეზღუდვის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს

ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“

სრულად