შვედეთის სამეფო აკადემიამ გამოაცხადა ვინაობა მკვლევრებისა, რომლებსაც 2020 წელს ნობელის პრემია ქიმიის დარგში მიენიჭათ.
2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში გენეტიკის, მიკრობიოლოგიისა და ბიოქიმიის ფრანგ მკვლევარს, ემანუელ შარპენტიესა და ამერიკელ ბიოქიმიკოსს, ჯენიფერ დუდნას, გადაეცათ "გენომის ცვლილების ტექნოლოგიის შემუშავებისთვის".
მეცნიერების აღმოჩენა, სახელად CRISPR-Cas9, საშუალებას იძლევა, ცხოველების, მცენარეების და მიკროროგანიზმების დნმ-ის მაღალი სიზუსტით შეცვლას.
"ამ გენეტიკურ იარაღში უდიდესი ძალაა. მან არა მხოლოდ მოახდინა რევოლუცია ფუნდამენტურ მეცნიერებებში, არამედ შექმნა ინოვაციური მარცვლეული და მოიტანს მკურნალობის ახალ მეთოდებს მედიცინაში." - ამბობს კლაის გუსტაფსონი, ნობელის ქიმიის კომიტეტის თავჯდომარე.
BREAKING NEWS:
— The Nobel Prize (@NobelPrize) October 7, 2020
The 2020 #NobelPrize in Chemistry has been awarded to Emmanuelle Charpentier and Jennifer A. Doudna “for the development of a method for genome editing.” pic.twitter.com/CrsnEuSwGD
წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.