გენდერული სიახლეები
კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2020
2020-10-04 14:06:16

"ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მერვე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.

ნომინირების პირობები

  • კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს
  • თვითნომინირება დაუშვებელია
  • ნომინირებული ვერ იქნება ორგანიზაცია
  • არასრულად შევსებული ფორმა არ განიხილება

პრემიის კრიტერიუმები

  • კანდიდატი პირდაპირ უნდა იყოს ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში
  • უნდა იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური
  • ხელს უწყობდეს ქალთა უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების
  • ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას
  • აქტიურად იყოს ჩართული ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში
  • უნდა საქმიანობდეს საქართველოში

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ცხოვრობდეს და მუშაობდეს საქართველოს ტერიტორიაზე
  • ესმახურებოდეს ქალების, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების, უფლებებრივი მდგომარეობის დაცვასა და გაუმჯობესებას
  • იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური
  • ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას

კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი. საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს.

***

2013 წელს ქალთა ფონდის მიერ „კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ დაწესების შემდეგ, ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ფონდი ჯილდოს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. ამ ფორმით ფართო საზოგადოება იგებს იმ ქალი აქტივისტების შესახებ, რომლებიც იბრძვიან ქალებისათვის თანასწორი, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.

კატო მიქელაძის პრემიის მფლობელები:

  • 2019 წელი - ხატია ღოღობერიძე, ჟურნალისტი.
  • 2018 წელი - იდა ბახტურიძე, ფემინისტი აქტივისტი. სპეციალური ჯილდო სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერისთვის გადაეცა ტრანსგენდერ აქტივისტს, ნატა ტალიკიშვილს
  • 2017 წელი - ქეთევან ხიდაშელი, ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ დამფუძნებელი
  • 2016 წელი - ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი
  • 2015 წელი - ლია უკლება, ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი
  • 2014 წელი - მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი
  • 2013 წელი - ეკატერინე აღდგომელაშვილი, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დამფუძნებელი

 

ბოლო ამბები
თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით განხორციელებული ძალადობა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ახალი ფორმა

თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს გენდერულ ძალადობაზე პრევენციისა და მათზე  რეაგირების ახალ გზებს.  თუმცა ამავდროულად,  თავი იჩინა ახალმა პრობლემამ -  მოძალადეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებამ  მსხვერპლთა თვალთვალისა და კონტროლისათვის

სრულად 
სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
არგენტინის ქვედა პალატამ აბორტის დაშვების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

არგენტინის პარლამენტის ქვედა პალატამ აბორტის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

სრულად 
COVID-19 ის პანდემიის საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმა ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით არსებული საჭიროებებისადმი მგრძნობიარობის ჭრილში

მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული გავლენების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ღონისძიებები გაატარა, რომელთა უმრავლესობაც ერთჯერად ხასიათს ატარებდა

სრულად 
FAO ქალებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების ან დანადგარების შეძენაზე საგრანტო კონკურსს აცხადებს

სრულად