აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად დაწერა.
„დღეს პირველმა ლედიმ და მე „კოვიდ-19“-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ერთად დავძლევთ“, – წერს დონალდ ტრამპი.
Tonight, @FLOTUS and I tested positive for COVID-19. We will begin our quarantine and recovery process immediately. We will get through this TOGETHER!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 2, 2020
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი მის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა, რის შემდეგაც პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს ტესტირება ჩაუტარეს.