გენდერული ძალადობა
საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების 2 ცენტრი იქმნება
2020-09-21 13:31:39

საქართველოს მთავრობამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება. 

2021 წლის განმავლობაში ცენტრი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ცენტრის მომსახურების მიზანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და მათი ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე მორგებულ გარემოში. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, ცენტრი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მსოფლიოში „ბარნაჰუსის მოდელის“ სახელით არის ცნობილი. 

„ცენტრი მორგებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, როგორც ინფრასტრუქტურული ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით და საპილოტე რეჟიმში მოემსახურება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. პილოტირება დასრულდება 2021 წლის ბოლოს, რის შემდეგაც შესაძლებლობა გვექნება, ვიმსჯელოთ ცენტრის ბენეფიციართა წრის გაფართოებაზე. ცენტრის იდეაა, ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახუროს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ეს გულისხმობს იმას, რომ იმავე სივრცეში, სადაც ხდება მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, ბავშვის გამოკითხვა იქნება ეს თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ანა ბუჩუკურმა. 

პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

ბოლო ამბები
გაუპატიურების ბრალდებით თბილისში 18 წლის პირი დააკავეს

დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
ტიხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ბელარუსი ოპოზიციონერები ნორვეგიელმა პარლამენტარმა, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, გეირ ტოსკედალმა წარადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გაუპატიურების ბრალდებით თბილისში 18 წლის პირი დააკავეს

დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
2020 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის 55 ფაქტი დაფიქსირდა

2020 წლის 8 თვის მონაცემებით (იანვარი- აგვისტო), საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა.

სრულად 
პოლიციამ თბილისში ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს ცნობით, დაჭრილი ქალი საავადყოფოშია გადაყვანილი. მას სამედიცინო დახმარება უტარდება

სრულად