გენდერული სიახლეები
იაპონიის მინისტრთა ახალ კაბინეტში მხოლოდ ორი ქალია
2020-09-18 16:22:08

იაპონიის ახალმა პრემიერმა იოშიჰიდე სუგამ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა, რომლის შემადგენლობა ქვეყვის იმპერატორმა ოფიციალურად დაამტკიცა.

მთავრობაში სულ 20 მინისტრი და აქედან მხოლოდ ორი ქალია- ოლიმპიური და პარაოლიმპიური საქმეთა მინისტრი, სეიკო ჰასიმოტო და იუსტიციის მინისტრი, იოკო კამიკავა. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს მთავრობიდან მინისტრების დაახლოებით ნახევარმა თანამდებობები შეინარჩუნა.

”ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ახალი კაბინეტის შემადგენლობით,” - განაცხადა იურისტმა და Human Rights Now– ს ტოკიოს ოფისის გენერალურმა მდივანმა. მან აღნიშნა, რომ იაპონიაში გენდერული პარიტეტის კუთხით არასახარბიელო ვითარებაა და მოუწოდა ახალ მთავრობას აქტიური ნაბიჯები გადადგას არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გლობალური გენდერული უთანასწორობის რეიტინგის მიხედვით, იაპონია 153 ქვეყანას შორის 121-ე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, იოშიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. მისმა წინამორბედმა შინზო აბემ თანამდებობა გასულ თვეს დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

ბოლო ამბები
ცესკომ ახალი გენდერული საინფორმაციო პორტალი შექმნა

ახალი საინფორმაციო რესურსი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს არჩევნების შესახებ, გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია

სრულად 
პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს და გზები გადაკეტეს

პოლონეთში უკვე მე-5 დღეა, რაც აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ცესკომ ახალი გენდერული საინფორმაციო პორტალი შექმნა

ახალი საინფორმაციო რესურსი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს არჩევნების შესახებ, გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია

სრულად 
პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს და გზები გადაკეტეს

პოლონეთში უკვე მე-5 დღეა, რაც აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს

სრულად 
პოლონეთში აბორტის აკრძალვის საპროტესტო აქციების გამო ეკლესიებში წირვა ჩაიშალა

პოლონეთში ათასობით ადამიანმა აბორტის კანონის შეცვლის გამო საპროტესტო აქციები გამართეს. აქციის ფარგლებში დემონსტრანტებმა ეკლესიებში წირვა ჩაშალეს 

სრულად