გენდერული სიახლეები
პირველი პრეცენდენტი საქართველოში
2020-09-16 12:30:23

პირველად საქართველოში, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა „მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისია“. კომისიებს მუნიციპალიტეტის მერი უხელმძღვანელებს.

კომისიები შეიქმნა განუსაზღვრელი ვადით და მისი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრა დებულებით.

კომისიებმა მუნიციპალიტეტებში უნდა უზრუნველყონ:

  • ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა; 
  • ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, აღრიცხვისა, დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზების და დაცვის შესაბამისი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; 
  • ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდება; 
  • ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ხელშესაწყობად დამსაქმებლებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის განვითარების კოორდინაცია და ხელშეწყობა; 
  • ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა და ა.შ.

მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან ერთად უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ომბუდსმენის ინსტიტუტის და სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი წარმომადგენლები. 

კომისია შეიქნმა ქალთა საინფორმაციო ცნერთან კონსულტაციების შედეგად, პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში , რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით, ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით.

პროექტის საქმიანობა მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს. 

პროექტის ერთ-ერთი მიმართულებას წარმოადგენს მიზნობრივი რეგიონების მუნიციპალიტეტებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიებისა და ამ მიმართულებით სწრაფი რეაგირების გეგმების შემუშავების ხელშეწყობა. 

ბოლო ამბები
პოლონეთში ლეგალური აბორტი, ფაქტობრივად, სრულად აიკრძალა

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამათლომ ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიის გამო აბორტების ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნო

სრულად 
ISET: პანდემიის პერიოდში, საქართველოში უმუშევრად დარჩენილთა 89% ქალია

პანდემიის პერიოდში, საქართველოში უმუშევარი გაცილებით მეტი ქალი დარჩა, ვიდრე – მამაკაცი. ამის შესახებ საუბარია ინფორმაციაში, რომელსაც კვლევითი ინსტიტუტი ISET ავრცელებს.

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პოლონეთში ლეგალური აბორტი, ფაქტობრივად, სრულად აიკრძალა

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამათლომ ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიის გამო აბორტების ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნო

სრულად 
ISET: პანდემიის პერიოდში, საქართველოში უმუშევრად დარჩენილთა 89% ქალია

პანდემიის პერიოდში, საქართველოში უმუშევარი გაცილებით მეტი ქალი დარჩა, ვიდრე – მამაკაცი. ამის შესახებ საუბარია ინფორმაციაში, რომელსაც კვლევითი ინსტიტუტი ISET ავრცელებს.

სრულად 
ახალი ზელანდიის მომავალი პარლამენტი ყველაზე მრავალფეროვანი იქნება

120 ადგილიდან პარლამენტში ლეიბორისტებს 64 ადგილის დაკავება შეეძლებათ და აქედან ნახევარზე მეტი ქალი დეპუტატი იქნება

სრულად