მიღწევები
სვიატლანა ციხანოვსკაია, მარია კალესნიკავა და ვერანიკა ცეპკალა სახაროვის პრემიაზე წარადგინეს
2020-09-11 09:54:17

„გულადი ბელარუსი ქალები“, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერები: სვიატლანა ციხანოვსკაია, მარია კალესნიკავა და ვერანიკა ცეპკალა 2020 წლის სახაროვის პრემიის ნომინანტებად დასახელდნენ.

ეს ტრიო პრესტიჟულ პრემიაზე წარადგინა ევროპის პარლამენტში სიდიდით მეორე საპარლამენტო ჯგუფმა, სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესულმა (S&D) ალიანსმა.

პრესრელიზში, რომელიც ამ გადაწყვეტილების შესახებ იუწყება, ალიანსის ვიცე-პრეზიდენტი, კატი პირი გამოთქვამს რწმენას, რომ ამ წლის სახაროვის პრემიით უნდა დაჯილდოვდნენ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი გულადი ბელარუსი ქალები.

„ჩვენ განსაკუთრებით ვართ შთაგონებული ამ სამი ქალის ლიდერობით გასულ თვეში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო კამპანიით, რომელიც მიზნად ისახავს ავტოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას დიქტატურის დამხობას“, - ნათქვამია კატი პირის განცხადებაში.

ევროპის პარლამენტში შემავალი სხვა ჯგუფები თავიანთ ნომინანტებს ამ კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში დაასახელებენ. მაგრამ იმ წყაროების ცნობით, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ყველა ძირითადი საპარლამენტო ჯგუფი მხარს უჭერს S&D-ს წინადადებას.

პრეტენდენტების წარდგენის ბოლო ვადაა 17 სექტემბერი, ამის შემდეგ აუცილებელია, რომ სამივე კანდიდატი 12 ოქტომბერს მოხვდეს ე. წ.შორთ ლისთში, ვიდრე კომისია 22 ოქტომბერს საბოლოო ლაურეატებს გამოაცხადებდეს.

გამოჩენილი საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 1988 წლიდან არსებობს. ევროპარლამენტი მას გასცემს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დამცველი ადამიანებისა და ორგანიზაციების დამსახურების აღსანიშნავად.

გასულ წელს სახაროვის პრესტიჟული პრემია ცნობილ უკრაინელ რეჟისორს, რუსეთის მიერ დაპატიმრებულ, ოლეგ სენცოვს მიენიჭა.
 

ბოლო ამბები
თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით განხორციელებული ძალადობა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ახალი ფორმა

თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს გენდერულ ძალადობაზე პრევენციისა და მათზე  რეაგირების ახალ გზებს.  თუმცა ამავდროულად,  თავი იჩინა ახალმა პრობლემამ -  მოძალადეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებამ  მსხვერპლთა თვალთვალისა და კონტროლისათვის

სრულად 
სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მაკა ფერაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსად მაკა ფერაძე დაინიშნა

სრულად 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ კამილა მამედოვა აირჩიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე კამილა მამედოვა გახდა, მან ამ პოზიციაზე ნანა ბიგანიშვილი შეცვალა

სრულად 
პირველად აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრი მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი გახდება 

თუ დებ ჰაალანდი დაამტკიცეს თანამდებობაზე, ის იქნება ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება და ეროვნულ კაბინეტში მოხვდება

სრულად