გენდერული ძალადობა
მთელ მსოფლიოში ინსტაგრამ-ფლეშმობი # Challengeaccepted ვრცელდება 
2020-09-10 17:56:02

მსოფლიოში მილიონობით ქალი აქვეყნებენ ისტაგრამში შავ-თეთრ სელფებს ჰაშტაგებით #ChallengeAccepted, #womensupportingwomen, #blackandwhitechallenge და წერს პოსტებს ქალთა უფლებებზე, ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და პრობლემების მოგვარების გზებზე. 

უცნობია ვინ წამოიწყო ფლეშმობი ან ვისი ინიციატივით დაიწყო. New York Times- ის თანახმად, ონლაინ კამპანია თურქეთში დაიწყო, სადაც საკარანტინო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მკვლელობების შემთხვევები.
დაახლოებით ერთი თვის წინ სელფები ინსტაგრამზე ჰეშთეგით #istanbulconventionsaveslives  გამოჩნდა. ამით ფლეშმობის მონაწილეები გამოთქვავენ შეშფოთებას იმის გამო, რომ თურქეთს სურს გამოვიდეს  სტამბოლის კონვენციიდან  (ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ).

ინსტაგრამზე ფლეშმობს უკვე ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა და მათი რიცხვი მხოლოდ იზრდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პარტია ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციიდან (სტამბოლის კონვენცია) ქვეყნის გამოსვლის საკითხს განიხილავს.

2011 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა სტამბოლოს კონვენციას და ამით  შეთანხმების შესრულების ვალდებულება აიღო.  
თურქეთში შეთანხმების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კონვენცია ძირს უთხრის ტრადიციულ ღირებულებებს. მათი ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ შეთანხმება და ქვეყანაში მიღებული კანონმდებლობა უფრო ეფექტურად უნდა განხორციელდეს.

ოფიციალური სტატისტიკით 2019 წელს  თურქეთში 474 ქალი მოკლეს, რაც 2011 წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება.

ბოლო ამბები
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად