გენდერული ძალადობა
ენდეთ თქვენს გრძნობებს, ისინი არასოდეს მოგატყუენებ...
2020-09-09 11:32:28

როგორ მოგწონთ ასეთი პერსპექტივა: 50-60 წლის ასაკში მიხვდეთ რომ ხართ წარუმატებელი, ისტერიული, ნერვიული ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ინტერესები, მეგობრები, არაფერი ახარებს, აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, შვილები, რომლებმაც ვერ აიწყვეს პირადი ცხოვრება და ქმარი (კაცებიც აღმოჩნდებიან ხოლმე ასეთ გაუგებრობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალების პრობლემებზე ვისაუბროთ), რომელიც მუდამ თქვენს გვერდით არის „ჭირში“ თუ „ლხინში“, თუმცა ეს ჭირიც და ლხინიც მისი გადასაწყვეტია და მისი ნებაა. თქვენმა სიყვარულმა და ბეჯითმა საქციელმა ვერ შეცვალა? რას შეცვლიდა?! რომ გცოდნოდათ, ეგეთები არ იცვლებოდნენ, ხომ არ დაიღუპავდით თავსაც და არ დაღუპავდით შვილებსაც. 

როგორ დაიწყო ყველაფერი:

- ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. ყველაფერი იყო ისე, როგორც თქვენ გინდოდათ. ყურადღება, სიურპრიზები, მთელი დღე ტელეფონზე მოკითხვა, მიყვარხარ, მენატრები და უშენოდ არ შემიძლია, სიხარულის ცრემლის დენა და სიყვარულის ზეიმი. გეგონათ, თქვენზე ბედნიერი არავინ იყო და ასეთ ადამიანს ხომ არ გაუშვებდით ხელიდან?! არავითარ შემთხვევაში. 

- დაოჯახდით, დაორსულდით, საერთო ქონება შეიძინეთ, ან სხვა მსგავსი, ანუ მის ანკესზე მყარად წამოეგეთ, აქ იწყება ყველაზე საინტერესო: საყვედურები, თქვენი პიროვნების დაკნინება სხვადასხვა მზაკვრული მეთოდებით, თქვენ მიერ გაკეთებული საქმის გაუბრალოება და ა.შ. „რა გაცვია? არ გიხდება“; „ნეტა სამსახურში როგორ მუშაობ, სახლი ვერ დაგილაგებია“; „ხომ იწვალე, გაამზადე ვახშამი, მაგრამ უგემურია. არა, საწყენად კი არ ვამბობ, მაგრამ მაინც წვალობ და ხომ შეიძლება ნორმალულად გააკეთო.“ თითქოს არაფერი, ხო? დამნაშავედაც იგრძნობთ თავს ზოგჯერ, სხვა დროს ეცდებით გამოასწოროთ შეცდომა. ეს ჯერ შესავალია, შემდეგ უფრო „საინტერესო“ ცხოვრება გელით წინ. გილოცავთ, თქვენ ნარცისის, ან მით უარესი, ფსიქოპატის მსხვერპლი ხართ და მისგან თავის დაღწევაზე იმდენი ენერგია, ნერვები და ნებისყოფა უნდა დახარჯოთ, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ. თუმცა ჯერ ხომ გიყვართ და სიყვარული რის სიყვარულია ეგეთები რომ ვერ გადალახოს. 

- შემდეგი ეტაპი - ყველა იდიოტია, თქვენი მეგობრები, ნათესავები, დედათქვენიც... დაბადების დღეზე წახვედი მეგობართან? კარგია თუ წასვლას მაინც მოახერხებთ, მაგრამ აი დაბრუნებულზე რა გელით, მაგის წარმოდგენა რომ გქონოდათ, ალბათ აღარ წახვიდოდით. გაგინათ, გაფურთხათ, ყელში გწვდათ, გჩქმიტათ... რაც უფრო ბევრს იტირებთ, უფრო კარგად დაეძინება ღამით და მერე უფრო დიდი ხნით იქნება წყნარად. შეიძლება ყვავილები მოგიტანოთ მეორე დღეს, ან სექსიც მოინდომოს. კარგ ხასიათზეა, რა ქნას. საწყალი ბავშვები...

- გარეთ სხვანაირია, აქტიური, ყველგან ყურადღების ცენტრშია, სულ თავად საუბრობს, გაქებთ კიდეც - რომ არ შეხვედროდით, რა ეშველებოდა, გეხვევათ, ყველას აჩვენებს, რომ სანიმუშო ოჯახი გაქვთ. სახლში საყვედურები და შენიშვნები, დაიღლებით იმდენი. ყველაფერს აკონტროლებს, ვინ როდის რა უნდა აკეთოს. ღმერთმა არ ქნას მის გარეშე რამე გადაწყვიტოთ. თუნდაც სამსახურის მერე თუ რესტორანში შეივლით, და ცხელ-ცხელ ხინკალს მოუტანთ, შეგიძლიათ ნაგავში მოისროლოთ (თავად თუ არ დაგახურათ თავზე). მას ხომ არ დაუვალებია, თან ალოდინეთ, სანამ ხინკალს ელოდებოდით. საკუთარი თავი უკვე არც მოგწონთ, არც გიყვართ და არც გახსოვთ როგორი იყავით მანამდე, რა გიხაროდათ და რა გწყინდათ. ტრიალებთ ერთ წრეზე - დაგამცირებენ, აგიყვანენ პედისტალზე, დაგამცირებენ, ისევ პედისტალზე. რით ვერ დაიმსახურეთ მისი კეთილგანწყობა. ეტყობა თქვენშია პრობლემა, თავიდან ხომ ყველაფერი იდეალურად იყო. მთავარია ბავშვებზე ზრუნავს და მათაც უყვართ. ფრთხილად იყავით, წასვლას რომ დააპირებთ ეგ მისი ბავშვებზე ზრუნვა უკუღმა შემოგიტრიალდებათ. თქვენ ხომ ვირივით მუშაობთ და ის ბავშვებთან მეტ დროს ატარებს. ვერც კი წარმოიდგენთ წინასწარ რამდენი რამე აქვს გათვლილი. 

- შეიძლება წლები გავიდეს, მაგრამ აუცილებლად გადავა ფიზიკურ ძალადობაზე, რადგან ის ემოციები, რომელსაც სიტყვიერი ძალადობით იღებს, აღარ ეყოფა. 

არ იცით, მაგრამ გაგიმხელთ, რომ მას არ გააჩნია თანაგრძნობის და სინანულის განცდა. ანუ მისი ორგანიზმი ასეა აწყობილი. ამას ვერ შეცვლით, ვერც უმკურნალებთ. ასეთი მაგალითი ისტორიაში თითქმის არ არის. საბოლოოდ სტრესისგან გაგივითარდებათ სხვადასხვა დაავადებები - ნერვოზი, თმის ცვენა, თავის ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა მრავალი. სამწუხაროდ ეს გარდაუვალია. თქვენ მსხვერპლი ხართ და ორი არჩევანი გაქვთ, ან შეეგუებით ბედს და ეცდებით რამენაირად სხვა პოზიტიურ რაღაცეებზე გადაიტანოთ ყურადღება, ან თავს უშველით. მეორეს თუ აირჩევთ ომისთვის მოემზადეთ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. 

ბედნიერი ვარ რომ 40 წლის ასაკამდე დავაღწიე თავი ამ უბედურებას და დამრჩა ცხოვრების წლები, რომლებიც შემიძლია საკუთარ თავს ვაჩუქო. კიდევ იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები ნორმალური ფსიქიკის ადამიანებად გაიზრდებიან და ბედნიერები იქნებიან იმის მიუხედავად, რისი ყურებაც და მოსმენაც უწევდათ. 

ენდეთ თქვენს გრძნობებს. ისინი არასოდეს მოგატყუენებ. ბედნიერებას გისურვებთ!  

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს. 
 

ბოლო ამბები
რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო

სრულად 
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გორის მერიაში ოჯახში ძალადობის აღკვეთაზე ორიენტირებული კომისია იქმნება

პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული იდეის განხორციელება გახდა შესაძლებელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკის განმარტებით, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა

სრულად 
ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა!

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“ ამ ეტაპზე ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს

სრულად 
კაცმა ყოფილი ცოლი გაიტაცა, ცემა და მოკვლით ემუქრებოდა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით კაცი დააკავეს

სრულად