გენდერული ძალადობა
სახლი, რომელიც ციხესიმაგრე აღარ არის
2020-09-08 12:16:18

აღარც ახსოვს, სახლში როდის მიუხაროდა. ან, მიუხაროდა თუ არა საერთოდ. დედ-მამა, ძმა, ნამცხვრის სურნელი და გიზგიზა ღუმელი მართლა ქმნიდა თუ არა სიმშვიდისა და თავდაჯერების შესანიშნავ შეგრძნებას. 

არ იცის, როდის დავიწროვდა საკმაოდ დიდი სახლი, სადაც,  არცთუ დიდი ხნის წინ მეგობრებთან ერთად ჟრიამულით ყველაფერს იკლებდა, დამალობანას თამაშისას ყველა ოთახში ჰქონდა საიმედო სამალავი და საერთოდაც, თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ციხესიმაგრეში. 

მერე: 

-    დარჩა გაუთხოვარი, - ნაღვლიანად იტყოდა ხოლმე დედა. აბა რა ეგონა, ყველას რომ იწუნებდაო, ამბობდნენ მეზობელ-ნათესავები.  გაუთხოვრობის დაღი დაესვა მის ცხოვრებას და არსებობას.

ძმას ცოლი მოყავს, საძინებელი უნდა დაუთმოო, - მშობლებმა. მარტოხელა ქალს ამხელა ოთახი მაინც რად გინდაო. დაუთმო. გულწრფელი სიხარულით დათანხმდა. უხაროდა ძმის ბედნიერება. მეორე, შედარებით მომცრო ოთახი დაიკავა. გავიდა დრო და ამ ოთახში ბავშვს საძინებელი უნდა მოვუწყოთო, უკვე დიდია არიან და მშობლების ოთახში როდემდე უნდა ეძინოსო. დაუთმო და კაბინეტში, დივანზე გადაინაცვლა. იფიქრა, რა უჭირს, წიგნებიც გვერდით მექნება და კომპიუტერიცო. 

სახლი იგივეა. ნამცხვარიც ცხვება და ღუმელიც ანთია.  ყველამ თავისი კუთხე იცის. მისი ადგილი კი სახლში უბრალოდ აღარ დარჩა.

- ჩვენთან ცხოვრობს, გაუთხოვარია - ისევ მწუხარედ დახრის ხოლმე თავს მოხუცი დედა მასზე საუბრისას. ძმისშვილები დაიზარდნენ. ახლა მათი მეგობრები მოდიან სტუმრად და კაბინეტმა სასტუმრო ოთახის ფუნქცია იტვირთა. 

მოხუც მშობლებს სიწყნარე უნდათ, ნამდვილ სასტუმრო ოთახში სამსახურიდან დაბრუნებული ძმა, რომელიც უკვე ოჯახის უფროსი და სახლის ერთადერთი ოფიციალური მესაკუთრეა, საინფორმაციოს ეცნობა, სამზარეულოში უბნის რძლები სერიალს უყურებენ. ძმისშვილის მეგობრები კაბინეტში კომპიუტერით გვიანობამდე ერთობიან. 

კომპიუტერის გვერდით კი, წიგნის კარადის ვიტრინაში თვალსაჩინოდ დევს ქართულად ნათარგმნი ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ და ელის, როდის დაასრულებენ გართობას თინეიჯერები, რომ გვიანი ღამით დივანზე სახელდახელოდ გაშლილ ლოგინში მოკალათებულმა უადგილოდ დარჩენილმა ქალმა  ჩაძინებამდე ორიოდ გვერდის წაკითხვა მაინც შეძლოს, რომ იქნებ ერთ დღესაც სულ მცირე პირადი სივრცე მაინც დაიმკვიდროს სახლში, რომელიც ერთ დროს მისი ციხესიმაგრე იყო.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს. 

ნინო სუხიაშვილი
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად