გენდერული ძალადობა
აზერბაიჯანში სულ უფრო მეტი ადამიანი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე საუბრობს. რა შეიცვალა?
2020-09-03 15:53:25

აზერბაიჯანში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ ამგვარი დანაშაული საზოგადოებაში დიდ რეზონანს არ იწვევდა. 

2020 წლის აგვისტოს ბოლოს, 16 წლის გოგონამ ბაქოში არსებულ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ბავშვი გააჩინა. ის თავშესაფარში თანასოფლელებისგან დასაცავად მოათავსეს.

შემთხვევა, რომელიც აზერბაიჯანის ერთ-ერთ რეგიონში მოხდა, სკოლის მოსწავლის სექსუალური ძალადობის ფაქტს უკავშირდება. მოძალადე კი ბავშვის მასწავლებელი აღმოჩნდა, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: სქესობრივი კავშირი და გარყვნილი ქმედებები არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის გამოყენების გარეშე. აზერბაიჯანში ეს დანაშაული ერთიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ფაქტმა მწვავე დისკუსია გამოიწვია სოციალურ ქსელებში, ვინაიდან მოძალადეს, 60 წლის მასწავლებელს, ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს  15 წლის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო. 

მსუბუქმა სასჯელმა მოსახლეობაში აღაშფოთება გამოიწვია. ზოგი მასწავლებლითვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას, ზოგი კი - სამუდამო პატიმრობას, ან თუნდაც სიკვდილით დასჯას მოითხოვდა.
ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში რამდენიმე წლის წინ ასეთი დანაშაული შეუმჩნეველი დარჩებოდა.

წელიწადნახევრის წინ განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია 14 წლის ელინა გაჯიევას ტრაგედიამ, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლი წლების მანძილზე იყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
როგორც ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, აზერბაიჯანში ბოლო 2-3 წლის მანძილზე ქალები და გოგონები, იშვიათად, თუმცა საუბრობენ მათ მიერ განცდილ საშინელებებზე, იმ ძალადობაზე, რაც სკოლაში ან სახლში განიცადეს. მაგრამ ბიჭებზე ძალადობა ქვეყანაში „აისბერგის“ უხილავ ნაწილად რჩება.

გაეროს გამოკითხვის თანახმად, ქალების მხოლოდ 0,4% -მა აღიარა, რომ ბავშვობაში გაუპატიურების მსხვერპლი იყო, 2%-მა კი განაცხადა, რომ შევიწროების მსხვერპლნი გამხდარა. ამასთან, კიდევ უფრო მეტმა (1,1%) მამაკაცმა აღიარა, რომ იმავე ასაკში გაუპატიურების მსხვერპლი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეხუთე ქალი და 13-დან 1 კაცი აღიარებს, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა.

როგორც აზერბაიჯანის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანოზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, მათი თავშესაფრის გამოცდილებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 8-10 წლის ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბიჭები ხდებიან.

მრავალი კვლევის თანახმად, ბავშვობაში ამგვარი ტრაგედია იწვევს გრძელვადიან ფსიქოლოგიურ პრობლემებს: დანაშაულის გრძნობას, ფობიას, დეპრესიას, შფოთვას, პოსტტრავმული სტრესის აშლილობას და ა.შ.
ამასთან, როგორც აზერბაიჯანში, ასევე მთელს მსოფლიოში, ბავშვებზე სექსუალური დანაშაულის გამოვლენა რთულია და ძალადობა შეიძლება წლების მანძილზე გაგრძელდეს.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად