გენდერული სიახლეები
ჩარირამა – ფერმა დარჩელში, რომელსაც ახალგაზრდა ქალი უძღვება
2020-08-16 20:48:27

ჩარირამა დარჩელში ცნობილი ფერმაა, ახალგაზრდა ფერმერ  ქალს  ლელა ქობალიას და მის  ოჯახს სოფელში სხვადასხვა კულტურა მოყავთ.  თუმცა წელს პანდემიის გამო,  რესტორნებსა და კაფე-ბარების დახურვამ შემოსავლის რაოდენობაც შეუმცირა. ჩარირამაში სულ 8 ადგილობრივია დასაქმებული, თუმცა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით წელს კიდევ 3 ადამიანი დაასაქმა.  ჰექტარნახევარზე კიტრი მოყავთ, ასევე ხორბალი,  შვრია ქერი და სხვა. დღეში 300 კილო კიტრი იკრიფება. მრცვლეულთან ერთად ბაღჩეული კულტურებიც მოყავთ – ლობიო, ბულგარული, ბადრიჯანი, კარტოფილი, ასევე ნესვი, საზამთრო. მიწას ადგილობრივი ნაკელით ანოყიერებენ, ლელა ქობალია ამბობს, რომ მისი პროდუქტი ბიო უნდა იყოს, ყოველგვარი ნიტრატების გარეშე და თხილსაც ზიანი არ უნდა მიადგეს. 4 ათას კვადრატულ მეტრზე 10 ათასი ძირი სან ანდრეასის ჯიშის მარწყვია გაშენებული. წელს კიდევ ერთი ახალი კულტურა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ჰექტარ ნახევარზე ლურჯი მოცვი გააშნა, ამავე ფართობზე დედოფალა ლობიოც დათესა.

გარდა კენკროვანი, ბაღჩეული კულტურებისა, ჩარირამაში ყველაფერია, რაც სოფელს და სოფლის მეურნეობას უკავშირდება – სიმინდი,მწვანილი, საქონელი, შინაური ფრინველი, რძის ნაწარმი, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. ლელა ქობალია ამბობს, რომ ფერმაში ბიოპროდუქტების რაოდენობის გაზრდა სურს,  შემდგომ კი  ევროკავშირის ბაზარზე  გასვლასაც  გეგმავს. დარჩელში მოყვანილი პროდუქტი მაღალი გემოვნობით და ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ მომხმარებელიც კმაყოფილია. 

 

***

ვიდეოსიუჟეტმა მეორე ადგილი დაიკავა მედიაკონკურსში, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში იყო გამოცხადებული.

ნანა ქობალია

წყარო: Odishi news 
ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად