მოვლენები
სვეტლანა ალექსიევიჩი ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართავს - წადი, ვიდრე ძალიან გვიან არ არის
2020-08-13 10:13:56

ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართავს და მოუწოდებს „ლამაზად წავიდეს“.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მწერალი საუბრობს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოიპოვა.

„ჩემი აზრით, ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა... მინდა ვთქვა ის, რაც მშვენივრად თქვა სვეტლანა კალინკინამ – წადი ლამაზად. თუმცა აღარ გამოვა, უკვე სისხლია. წადი, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, ვიდრე ხალხს საშინელ უფსკრულში არ ჩააგდებ, სამოქალაქო ომის უფსკრულში“, – განაცხადა ალექსიევიჩმა.

„მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ციხანოვსკაიამ თავისი საქმე გააკეთა. ის იყო და რჩება ცვლილებების, ახალი ცხოვრების, პატიოსნების, ხალხისთვის და საკუთარი ქმრისთვის თავგანწირვის სიმბოლოდ. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი არ არის ყოვლისშემძლე. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო“- განაცხადა ალექსიევიჩმა.

„არავის სურს მაიდანი, არავის სურს სისხლი. მაგრამ ეს აღარ გამოვა, უკვე სისხლი დაიღვარა. წადი, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, სანამ ხალხი სამოქალაქო ომის უფსკრულში არ ჩაათრიე! წადი! მაიდანი არავის სურს, სისხლი არავის სურს. მხოლოდ შენ გსურს ხელისუფლება. მხოლოდ შენი სურვილი მოითხოვს სისხლს“, – მიმართავს მწერალი ლუკაშენკოს. 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80.08% მოიპოვა.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად