პერუში COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს 900-ზე მეტი ქალი და გოგონა გაუჩინარდა. ამის შესახებ ადგილობრივმა უფლებადამცველებმა განაცხადეს. მატ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 16 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეყანაში 606 გოგონა და 309 ქალი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დადგა დრო, რომ ოფიციალურად დაფიქსირდეს მსგავსი შემთხვევების რაოდენობა, რათა გაირკვეს ქალები ცოცხალები თუ გარდაცვლილები არიან, ასევე არიან თუ არა გაუჩინარებული ქალები სექსუალური ტრეფიკინგის, ოჯახში ძალადობისა ან მკვლელობის მსხვერპლები.
გასულ კვირას, პერუს ქალთა საქმეთა სამინისტრომ კიდევ უფრო შემაშფოთებელი მონაცემები გამოაქვეყნა: პანდემიის დროს ქვეყანაში 1200 ადგილობრივი ქალი გაუჩინარდა. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მთავრობა მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრაზე და წელს ქვეყანაში შესაბამისი პროგრამებისთვის დაფინანსება გაიზარდა.
ლათინური ამერიკის ქვეყნები ქალთა მიმართ ძალადობის ძალიან მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. ეს განპირობებულია იმ სპეციფიკური კულტურით და სოციალური ნორმებით, რომლებიც განსაზღვრავს ქალის როლს საზოგადოებაში.
ასე პერუში ყოველი 10 ქალიდან 7 ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია.
2019 წელს წელს პერუში 54 ქალი იქნა მოკლული მისი მეუღლისა თუ ყოფილი პარტნიორის მიერ.