შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
როგორც შსს-ი აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
„სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, ფაქტს ვადასტურებთ,“ - განაცხადეს უწყებაში.
მოქმედ პოლიციელს, რომელსაც გაუპატიურების მუხლით ბრალი წაუყენეს, ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.