მოვლენები
თერჯოლაში ვასილ ვერულაშვილის სახელობის სამშობიარო სახლი გაიხსნა
2020-07-09 17:37:30

თერჯოლაში, იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის ,,იმერმედი“-ს ბაზაზე ვასილ ვერულაშვილის სახელობის მეორე დონის სამშობიარო სახლი გაიხსნა.

სამშობიარო სახლი დაკომპლექტებულია უმაღლესი კატეგორიის ექიმებით (მეან-გინეკოლოგებით, ანესთეზიოლოგებით, რადიოლოგებით და ა.შ.)

მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრული სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურეობა. სამშობიარო სახლის ნეონატოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს 34 კვირის ზევით ახალშობილთა სრულ ნეონატოლოგიურ ინტენსიურ მომსახურეობას.

სამშობიარო სახლის გახსნას კლინიკის თანამშრომლები, ქ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო ლენტი გაჭრა ვასილ ვერულაშვილის ქალიშვილმა, პროფესორმა, გინეკოლოგმა და ორგანიზაცია „ქალთა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ია ვერულაშვილმა.

„დღეს ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა გაიხსნა თერჯოლაში, მამაჩემის, პროფესორ ვასო ვერულაშვილის სახელობის სამშობიარო სახლი. ის არა მარტო დიდი პროფესიონალი, არამედ ძალიან თბილი, მზრუნველი პიროვნება იყო, რომელიც თესავდა მარტო სიკეთეს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო ევრომედცენტრი. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და მთლიანათ მთელი ევრომედცენტრის აღჭურვილობა გადავეცი თერჯოლის სამედიცინო ცენტრს, რომ მოხმარდეს იმ რეგიონს, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა“- დაწერა თავის facebook გვერდზე ია ვერულაშვილმა.

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად