გენდერული ძალადობა
თელავის საკრებულოს დეპუტატი ცოლ-შვილზე ძალადობისთვის დააკავეს 
2020-07-09 10:16:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
 

ბოლო ამბები
ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა

არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი იქნება აშშ-ის ისტორიაში არა მხოლოდ პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, არამედ აღნიშნულ პოსტზე პირველი ფერადკანიანი ქალი

სრულად 
ქალები საოკუპაციო ხაზთნ პანდემიის პირობებში

მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს ჰიგიენის ნორმების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ზოგიერთ სოფელში დღემდე წყლის პრობლემაა მოუგვარებელი. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული ტვირთი ამ შემთხვევაშიც სწორედ ქალებზე მოდის

სრულად 
 ღონისძიებები
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
როგორც ანდაზა ამბობს...

სასოწარკვეთილებისას, ერთხელ თვითონაც გაიხსენა „ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ გააკავებსო“ და ჩუმად, მაგრამ ჯიუტად და ყველა წესის დაცვით ჩამოწერა ტელეფონში  112-ის აპლიკაცია

სრულად 
თურქეთი სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლის საკითხს განიხილავს

2011 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა სტამბოლოს კონვენციას და ამით  შეთანხმების შესრულების ვალდებულება აიღო.  თუმცა გასულ წელს ქვეყანაში 474 ქალი მოკლეს

სრულად 
პერუში COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს 900-ზე მეტი ქალი და გოგონა გაუჩინარდა

გასულ კვირას, პერუს ქალთა საქმეთა სამინისტრომ კიდევ უფრო შემაშფოთებელი მონაცემები გამოაქვეყნა: პანდემიის დროს ქვეყანაში 1200 ადგილობრივი ქალი გაუჩინარდა.

სრულად