გენდერული სიახლეები
გერმანიაში კაბის ქვეშ ფარული ფოტოგადაღება დასჯადი ხდება
2020-07-03 15:16:18

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ქალის ქვედაბოლოს ქვეშ ჩუმად გადაღება სისხლის სამათლის დანაშაული ხდება და ჯარიმით ან ორწლიანი პატიმრობით დაისჯება. ბუნდესტაგში შესაბამისი კანონპროექტი 2019 წლის სექტემბერში წარადგინეს. ახალი კანონი კი ძალაში შემოდგომაზე შევა.

ქალის ქვედაბოლოს ქვეშ ჩუმად გადაღება  (upskirting) სერიოზულ პრობლემად სმარტფონების გამოჩენის შემდეგ იქცა. სხვადასხვა ქვეყნებმა upskirting -ს წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყეს და შესაბამისი კანონმდებლობაც მიიღეს. კერძოთ, 2019 წელს ასეთი კანონი ინგლისმა და უელსმა, ხოლო 2018 წელს საფრანგეთმა მიიღო.

ინგლისში კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით კამპანია 2017 წელს ლონდონის მაცხოვრებელმა გოგონამ, ჯინა მარტინმა დაიწყო.

2017 წლის ზაფხულში ის ლონდონის ჰაიდ პარკში მიმდინარე კონცერტის დროს თავხედური და დემონსტრატიული აფსქერთინგის მსხვერპლი გახდა. ადამიანს, რომელიც მას თავს არ ანებებდა და ქვედაბოლოს ქვეშ ფოტოებს უღებდა პოლიცია დაელაპარაკა და ფოტოების წაშლა მოთხოვა, თუმცა ეს მაქსიმუმი იყო, რისი გაკეთების უფლებას პოლიციას კანონმდებლობა აძლევდა.

ჯინამ გადაწყვიტა ებრძოლა და კანონის შესაცვლელად კამპანია წამოიწყო. ჯინა მარტინის ონლაინ პეტიციამ ათობით ათასი ხელმოწერა მოაგროვა.

ბოლო ამბები
თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით განხორციელებული ძალადობა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ახალი ფორმა

თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს გენდერულ ძალადობაზე პრევენციისა და მათზე  რეაგირების ახალ გზებს.  თუმცა ამავდროულად,  თავი იჩინა ახალმა პრობლემამ -  მოძალადეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებამ  მსხვერპლთა თვალთვალისა და კონტროლისათვის

სრულად 
სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
არგენტინის ქვედა პალატამ აბორტის დაშვების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

არგენტინის პარლამენტის ქვედა პალატამ აბორტის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

სრულად 
COVID-19 ის პანდემიის საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმა ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით არსებული საჭიროებებისადმი მგრძნობიარობის ჭრილში

მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული გავლენების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ღონისძიებები გაატარა, რომელთა უმრავლესობაც ერთჯერად ხასიათს ატარებდა

სრულად 
FAO ქალებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების ან დანადგარების შეძენაზე საგრანტო კონკურსს აცხადებს

სრულად