გენდერული ძალადობა
სახალხო დამცველი: საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები კლავენ
2020-06-30 12:57:06

სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ კონფერენცია თემაზე "ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“.

ონლაინ კონფერენციაზე განხილული იყო საქართველოში 2014-2018 წლებში მომხდარი ქალთა მკვლელობების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზის 5 წლიანი ანგარიში.

საქმეთა სამართლებრივი ანალიზი მოიცავს მართლმსაჯულების განხორციელების და სტატისტიკის დინამიკის შეფასებას.
საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტმა ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის სულ 83 საქმე გააანალიზა. აქედან 44 ეხება მხოლოდ ფემიციდს, 38 — ფემიციდის მცდელობას, 1 საქმე კი, როგორც ფემიციდს, ისე ფემიციდის მცდელობას.

როგორც აღნიშნულია ანგარიშში, საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად სახლში კლავენ. ფემიციდის მცდელობაც უმეტესად სახლში ხდება. ანგაროშის მიხედვით 2014-2018 წლებში ქალების 67% სახლში მოკლეს. ხოლო 33% სხვა საჯარო ადგილას. ფიმიციდის მცდელობის ფაქტების 64% სახლში მოხდა, ხოლო 36% სხვა ადგილას. 

ანგარიშის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის გენდერული მოტივი იკითხება ბრალდებულის, დაზარალებულისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებში, სადაც ხშირია გენდერულად განსაზღვრული ლექსიკის გამოყენება. მიუხედავად ამისა, როგორც გამოძიების, ისე სასამართლოს ეტაპზე, პრობლემურია გენდერული მოტივის გამოკვეთა და მასზე მსჯელობა. ყველაზე ხშირად, როგორც ფემიციდის, ისე ფემიციდის მცდელობის ჩადენის მოტივად მითითებულია „შურისძიება“ და „ეჭვიანობა“.

"გაანალიზებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილი უფრო ხშირად არის სახლი, რაც, ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშაულის ხასიათს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის ბევრი საქმე იყო დაკავშირებული ქალის მიერ "საოჯახო როლის" შესრულებასთან თუ ვერ შესრულებათან, რაც უშუალოდ წინ უძღოდა დანაშაულს. როგორც ფემიციდის, ისე ფემიციდის მცდელობის იარაღი, უმეტესწილად იყო დანა. მოძალადეთა უმეტესობა, როგორც მკვლელობის, ისე მკვლელობის მცდელობის ჩადენისას ფხიზელი იყო", — აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის მიერ გამოკვლეული მასალების მიხედვით, ქალის მკვლელობისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი — უვადო თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა 2018 წელს ჩადენილ სამი ქალის გენდერული მკვლელობის საქმეზე. ფემიციდისათვის ყველაზე მსუბუქი სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო და 2017 წელს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა.

რაც შეეხება ფემიციდის მცდელობას, აქ ყველაზე დიდი სასჯელი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო, ყველაზე მსუბუქი კი — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ასევე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა 2017 წელს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, დაზარალებული ქალების თითქმის მეოთხედი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. ომბუდსმენი განმარტავს, რომ 2014-2017 წლებში შედარებით მცირე იყო იმ საქმეების რიცხვი, სადაც დაზარალებული და ბრალდებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, თუმცა ვითარება შეიცვალა 2018 წელს — ამ პერიოდში მოხდა 7 ფემიციდის დანაშაული, აქედან ხუთ შემთხვევაში დაზარალებული ეთნიკური უმცირესობის წარმომდგენელი ქალი იყო.

ამავე კვლევის მიხედვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები კლავენ.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ ფემიციდის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით, კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, პრობლემად რჩება ფემიციდის პრევენცია, 2018 წელს კვლავ გამოვლინდა შემთხვევები, სადაც მსხვერპლს დანაშაულის ფაქტამდე ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის, თუმცა დანაშაულის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. ხუთი წლის განმავლობაში პრობლემა იყო და კვლავაც პრობლემად რჩება გენდერულად სტერეოტიპული გამონათქვამების გამოყენება.

ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ კვლევაში მითითებული სტატისტიკური ინფორმაცია სასამართლოებიდან მიღებული საქმის მასალების ანალიზს ეფუძნება. ამასთან, ანგარიშში არის პროკურატურის მიერ მიწოდებული სტატისტიკაც, რომელიც, სახალხო დამცველის თქმით, ცალკეულ შემთხვევაში, არ შეესაბამება სასამართლოს მიერ მოწოდებულ სტატისტიკურ ინფორმაციას. ამ გარემოების გათვალისწინებით, ანგარიშში მითითებულია, რომ მოცემული სტატისტიკა არ უნდა აღვიქვათ 2014-2018 წლებში მომხდარი ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტების ზუსტ სტატისტიკად.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად