მოვლენები
მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი იქცა შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად
2020-06-26 17:31:17

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობის - ტრეფიკინგის შესახებ.

დოკუმენტის პრეზენტაციაზე სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი იქცა შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად. პომპეოს თქმით, აშშ ვერ იქნება გულგრილი, როცა ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა არ იღებს საკმარის ზომებს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა ყველას შეახსენა, რომ გასულ წელს პრეზიდენტმა ტრამპმა დახმარება შეუზღუდა 15 ქვეყანას, რომელსაც ტრეფიკინგის შესახებ 2019 წლის ანგარიშში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში საქართველო კიდევ 33 ქვეყანასთან ერთად პირველ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ სრულად აკმაყოფილებს ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის სტანდარტებს და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომების მიღებას განაგრძობს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ურჩევს, უფრო აქტიურად გამოიძიოს და დასაჯოს ადამიანებით მოვაჭრეები, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს განსაკუთრებით, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის ქართველ და უცხოელ მსხვერპლთა გამოსავლენად, უზრუნველყოს დაზარალებულთა მონაწილეობა გამოძიებასა და სასამართლო განხილვებში, აამაღლოს სამართალდამცავთა შესაძლებლობები და კვალიფიკაცია ფულის გათეთრების და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების საკითხებში, გაზარდოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობა და რეგულარულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია საქმიანობაზე, რომელსაც მთავრობა ტრეფიკინგთან საბრძოლველად ეწევა.
 

ბოლო ამბები
ქალი და კაცი

იჯდა ქალი თავშესაფრის რამდენიმე კვადრატულში ორ ოქროსფერდალალიან გოგონასთან, მუცელზე ხელებშემოჭდობილი და თვალწინ ედგა მეზობლების წვიმიანი ქორწილი

სრულად 
შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!

დღეს პირველი არხის გადაცემა „ახალი დღე“-ს სტუმარი ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია გახდა.
მან ისაუბრა კინფერენციის: “ შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!“ შესახებ

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
აშშ-ს ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი იქნება

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქალი ეყოლება

სრულად 
პირბადის გამოყენება დახურულ და ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება

მოქალაქეები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან

სრულად 
აშშ-ს სენატმა ეიმი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ეიმი კონი ბარეტი

სრულად