დღეს პირველი არხის გადაცემა „ახალი დღე“ საინტერესო სტუმრებს მასპინძლობდა - ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, ელენე რუსეცკაიას და ფონდ „პროდემოსის“ პროგრამების დირექტორს, ლუკა კურდღელიას, რომლებმაც მაყურებლებს საინფორმაციო კამპანიის შესახებ „ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!“ და მის შედეგებზე ესაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, ახლა უკვე ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, სლოგანით: ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!
კამპანიის მიზანია ქალთა უფლებებისა და სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით 112 მობილური აპლიკაციის დაინსტალირების ხელშეწყობა, რომელსაც აქვს SOS (ჩუმი განგაშის)ღილაკი და ოპერატორთან ჩატის ფუნქციები.
პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსურ მხარდაჭერითა და ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით.