გენდერული ძალადობა
ინდოეთში, თავშესაფარში მყოფ 57 არასრულწლოვან გოგოს კორონავირუსი დაუდგინდა, მადგან ხუთი კი ფეხმძიმედაა
2020-06-24 14:41:56

ინდოეთში, ხანდაზმულთა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფ 57 არასრულწოვან გოგოს კორონავირუსი დაუდგინდა.

ინფიცირების ფაქტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შტატ უტარ-პრადეში მდებარე ქალაქ კანპურში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მედიის ინფორმაციით, 57-დან ხუთი გოგო ფეხმძიმედაა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თავშესაფარში სექსუალური ძალადობის  ფაქტზე მიმდინარეობს.

ამ ამბავმა მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია, ხოლო ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს ასახავს ხელისუფლების მხრიდან დაუდევრობას და გოგონებზე ზრუნვის ხარისხს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვამს თავშესაფარში შესაძლო სექსუალური ძალადობის გამო და შეახსენეს მთავრობას, რომ რამდენიმე წლის წინ გაუპატიურების შემთხვევები სხვა ასეთი ტიპის თავშესაფრებშიც დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა უმეტესობას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ. ყველა მათგანი იზოლაციაშია.
თავსშესაფარში ამჟამად კარანტინია გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ქვეყანაში 400 000-ზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად