"გააკეთე რამე სასარგებლო!"- ამ სათაურით რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სოციალურ ქსელში სექსისტური ვიდეო-რგოლი გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს მასახლეობას მიიღოს მონაწილეიბა რეფერენდუმში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (კენჭისყრა გაიმართება 1 ივლისს).
ვიდეოს შემქმნელთა „კრეატიულმა მიდგომამ“ ქსელში დისკუსიის პროვოცირება მოახდინა. რეკლამის შემქმნელები სექსიზმში, მიზოგინიაში და ქალების შეურაცხჰყოფაში დაადანაშაულეს.
„ნამდვილი „ფასეულობების“ ტირაჟირების მაგალითი - ვაჟკაცი ქალი და კაცი დივანზე! ეს შედევრი შთამომავლობისთვის შეინახეთ...., როგორც ჩანს, ამაზე დაბლა ვარდნა შეუძლებელია“- დაწერეს მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში.
ივნისის დასაწყისში, რუსეთში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც ხელს უწყობდა სტიგმისა და სტერეოტიპების, ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას და ასევე მოუწოდებდა მოსახლეობას რეფერენდუმში მონაწილეობისკენ. მოგვიანებით ვიდეო-რგოლი YouTube-მა დაბლოკა.