შვედეთში, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, გაუპატიურების მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულთა რიცხვი 75% -ით გაიზარდა.
2018 წელს შვედეთში მიიღეს კანონი „სექსუალური თანხმობის“ შესახებ, რომელიც ქალების ძალადობისგან დასაცავად შეიქმნა. კანონის მიხედვით, თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ შეიცავს მუქარას ან დაძალებას და გაუპატიურება იმ შემთხვევაშიც დგინდება, თუ მომჩივანს სექსუალურ კავშირზე თანხმობა ვერბალურად არ დაუდასტურებია ან სხვა ფორმით ცხადად არ გამოუხატავს სექსუალურ აქტში ჩაბმის სურვილი.
შვედეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდამ ( 2017 წელს 190, ხოლო 2019 წელს 333 მსჯავრდებული) ცხადყოფს, რომ კანონში ცვლილებამ უფრო მეტი დადებითი გავლენა მოახდინა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ქალთა უფლებადამცველებმა სხვა ქვეყნებს მოუწოდეს გადახედონ თავიანთ კანონმდებლობას და შვედეთის მაგალითი გამოიყენონ.
ევროპის ქვეყნების უმეტესობას ჯერაც არ აქვს მსგავსი კანონი. სექსი თანხმობის გარეშე გაუპატიურებად დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ისლანდიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, გერმანიასა და კვიპროსში ითვლება. მსგავსი რეფორმების ჩატარებას გეგმავს დანია, ფინეთი, ესპანეთი და პორტუგალია