გენდერული სიახლეები
CeoWorld Magazine- მა ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნები დაასახელა
2020-06-23 12:21:51

CeoWorld Magazine-ის მკვლევარებმა ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს. 

კვლევის ავტორებმა რეიტინგის შესადგენად 156 ქვეყნის წარმომადგენელი 256 700 -ზე მეტი ქალი გამოკითხეს.

156 ქვეყნას შორის საქართველო რეიტინგში 81.93 ქულით 52-ე ადგილს იკავებს, მას უსწრებენ ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ლატვია, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი.

2020 წლის რეიტინგში ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების  ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. შვედეთი -    99.7 ქულა 100-დან
  2. დანია  -    99.4
  3. ნიდერლანდები -    99.2
  4. ნორვეგია -    98.7
  5. კანადა -    98.3
  6. ფინეთი -    97.5
  7. შვეიცარია -    97.1
  8. ხალი ზელანდია -    96.8
  9. საფრანგეთი -    96.4
  10. გერმანია - 95.9


სირია, ჩადი, სომალი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა რეიტინგში ბოლო ადგილებზე აღმოჩნდნენ. 

მკვლევარებისთვის აღნიშნული რეიტინგის შედგენისას 156 ქვეყნის შეფასების საფუძველი 9 კრიტერიუმი გახდა: გენდერულ თანასწორობა, თანაბარი ხელფასების ოდენობა, ქალების უსაფრთხოება, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური კეთილდღეობა, ქალთა გაძლიერება, საშუალო განათლება და განვითარების პირობები.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც 100%-ით უზრუნველყოფს ქალთა უსაფრთხოებასა და თავისუფლებებს. თუმცა ზოგიერთი ქვეყანა უკეთეს შედეგებს აჩვენებს, როდესაც საქმე ეხება თანაბარ უფლებებს, სოციალურ ინკლუზიურობას და უსაფრთხოების განცდას.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად